მორდეხაი ნავის სინაგოგა

მორდეხაი ნავის სინაგოგა (სომხ. Մորդեխայ Նավի սինագոգ) — ებრაული სინაგოგა სომხეთის დედაქალაქ ერევანში. ქალაქის იუდაისტური თემის ცენტრი. მდებარეობს ცენტრალურ კენტრონის რაიონში, 23 ნარ-დოსის ქუჩაზე. გაიხსნა 2011 წლის ივნისში სომეხი ბიზნესმენის, დავიდ გალსტიანის ფინანსური მხარდაჭერით.[1]

მორდეხაი ნავის სინაგოგა


ძირითადი ინფორმაცია
ადგილმდებარეობა სომხეთის დროშა ერევანი, სომხეთი
კურთხევის წელი 2011 წ.
სასულიერო სტატუსი მოქმედი

მორდეხაი ნავის სინაგოგა ერთადერთი ებრაული რელიგიური ობიექტია მთელს რესპუბლიკაში. მას მეთაურობს სომხეთის მთავარი რაბინი გერშონ ბურსტეინი.[2]

სომხეთის ებრაულ თემს 2 000 წლიანი ისტორია გააჩნია. პირველი ებრაული ჯგუფები სომხეთში იერუსალიმის სოლომონის ტაძრის დანგრევის შემდეგ დასახლდნენ. ამჟამად, სომხეთის ებრაული თემი მხოლოდ 100 ადამიანისაგან შედგება და მას 1996 წლიდან სათავეში უდგას რიმა ვარძაპეტიან-ფელერი.

  1. Face-lift for Jewish Center in Armenia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-07. ციტირების თარიღი: 2015-10-23.
  2. Jewish community leader in Yerevan