მორბედაანის ამაღლების ეკლესია
მორბედაანის ამაღლების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ მორბედაანში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
ეკლესია ყორექვითაა ნაგები. ლავგარდანი შირიმის ქვისაა.დარბაზული ეკლესია გეგმით კვადრატს უახლოვდება, აღმოსავლეთით ასიმეტრიული ფორმის ნალისებრი აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი. სარკმლის ძირში ტრაპეზის ქვა დგას. აბსიდის ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო სწორკუთხა ნიშაა.
არქიტრავული შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია გაჭრილი. დასავლეთ კედელში სწორკუთხა სარკმელია მოთავსებული. იატაკი ამოვსებულია მიწით და ჩამონაშალი ქვით. კარნიზი მარტივპროფილიანია. ეკლესიის გარშემო შემორჩენილია გალავნის ფრაგმენტები.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 132