ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
საკუთარ სახელს "მოპსოსი" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: მოპსოსი

მოპსოსი ან მოფსოსი — ლაფითი, ტიტარესელი ან ექალიელი წინასწარმეტყველი, ამპიკიდი – ამპიქსის (ამპიკოსის) ან აპოლონისა და ნიმფა ქლორიდას ვაჟი, სამი დიდი საგმირო საქმის მონაწილე: კალიდონის ნადირობის, ლაპითებისა და კენტავრების ომისა პეორითოეს ქორწილში და არგონავტების ლაშქრობისა, სადაც მისნის მოვალეობას ასრულებდა. მოპსოსმა იცოდა, რომ ლაშქრობაში სიკვდილი ელოდა, მაგრამ მოვალეობა აღემატა შიშს და წავიდა. ლიბიის უდაბნოში მედუზას სისხლის წვეთებისაგან ნაშობმა ასპიტმა დაგესლა და ტანჯვით დალია სული.

ლიტერატურა

რედაქტირება