მონძა რუანდეფუ ზაფიციმივალუ
მონძა რუანდეფუ ზაფიციმივალუ (მალაგ. Monja Roindefo Zafitsimivalo; დ. 1965) — მადაგასკარელი პოლიტიკოსი. მადაგასკარის პრემიერ-მინისტრი 2009 წლის 17 მარტიდან 10 ოქტომბრამდე. პოსტზე დაინიშნა 2009 წლის 7 თებერვალს ოპოზიციის ლიდერ ანდრი რაძოელინას მიერ მისი კონკურენტი მთავრობის ხელმძღვანელად. მოგვიანებით, 2009 წლის 17 მარტს რაძოელინამ სამხედროების დახმარებით ძალაუფლება ხელში ჩაიგდო და ზაფიციმივალუც ოფიციალურად გახდა პრემიერ-მინისტრი. იმავე წლის 9 ოქტომბერს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ეჟენ რეჟი მანგალაზას დანიშვნას აპირებდა, თუმცა ზაფიციმივალუმ განაცხადა, რომ მისი მთავრობა ლეგიტიმურია და რომ ის კვლავ ასრულებდა თავის მისიას. მთავრობის სხვა წევრები შეხვდნენ 10 მარტს და საკუთარი უკმაყოფილება გამოხატეს მის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ კვლავ აგრძელებდა მუშაობას.[1] 10 ოქტომბერს, გვიან ღამით, რაძოელინამ ეჟენ რეჟი მანგალაზა პრემიერ-მინისტრად დანიშნა.
მონძა რუანდეფუ ზაფიციმივალუ მალაგ. Monja Roindefo Zafitsimivalo | |
მადაგასკარის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
17 მარტი, 2009 – 10 ოქტომბერი, 2009 | |
პრეზიდენტი | ანდრი რაძოელინა |
წინამორბედი | შარლ რაბემანანძარა |
მემკვიდრე | ეჟენ რეჟი მანგალაზა |
დაბადებული | 1965 ტულიარა, მადაგასკარი |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "Madagascar leader fires PM" დაარქივებული 2013-01-03 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links, AFP, 11 October 2009
წინამორბედი: შარლ რაბემანანძარა |
მადაგასკარის პრემიერ-მინისტრი 17 მარტი, 2009 – 10 ოქტომბერი, 2009 |
შემდეგი: ეჟენ რეჟი მანგალაზა |