მონღოლეთის არქიტექტურა
მონღოლეთის არქიტექტურა - მონღოლეთის არქიტექტურული ტრადიციების ერთობლიობა. მონღოლეთის არქიტექტურა ძირითადად ეფუძვნება ტრადიციული საცხოვრებლების ფორმაა, მაგ, იურტას (მონღ. Гэр, გერ) და კარავს - მათი ფორმების გავლენა სხვა დანიშნულების ნაგებობებში იგრძნობა. XVI-XVII საუკუნეების განმავლობაში დაიწყო ქვეყნის ტერიტორიაზე ლამანსარების (მონასტრების) აშენება, რომლებიც მოგვიანებით ტაძრებად კეთდებოდა მორწმუნეების მზარდი რაოდენობების დასატევად. მათ ექვსიდან თორმეტ კუთხამდე და პირამიდის ფორმის სახურავი ჰქონდათ, მონღოლმა არქიტექტორებმა თავიანთი ტაძრები შექმნეს ექვსიდან თორმეტი კუთხით და პირამიდული სახურავებით, მათი ფორმა იურტის მრგვალ ფორმასთან იყო მიახლოვებული. შემდგომმა გაფართოებამ გამოიწვია ტაძრების კვადრატული ფორმის მიღება.
მონღოლმა მხატვარმა და ხელოვნების ისტორიკოსმა ნ. ჩულტემ გამოავლინა ტრადიციული მონღოლური არქიტექტურის სამი სტილი - მონღოლური, ტიბეტური და ჩინური, ცალკე ან კომბინირებულად. ამის რამდენიმე მაგალითი არსებობს: XVIII საუკუნის ლავრინის ტაძარი ერდენ – ცუუს ლამასერში ტიბეტური ტრადიციით აშენდა; ჩოიჯინ ლამა სიუმის ტაძარი (1904), ამჟამად მუზეუმი, ჩინეთის ტრადიციით აშენებული ტაძრის მაგალითია; კვადრატული ფორმის ცოგჩინის ტაძარი, ულანბატარის განდის მონასტერში, აერთიანებს მონღოლურ და ჩინურ ტრადიციებს; მაიტრეას ტაძარი (დანგრეული 1938 წელს) ტიბეტო-მონღოლური არქიტექტურის მაგალითი იყო. იგრძნობა ასევე ინდოეთის არქიტექტურის გავლენა, განსაკუთრებით ბუდისტური სტუპების დიზაინში.
იურტა
რედაქტირებაიურტა - მონღოლი მომთაბარეების ტრადიციული საცხოვრებელი - მრგვალი ფორმის ნაგებობაა თექის სახურავით, რომელიც ეყრდნობა დასაკეც ხის ჩარჩოს, რაც მომთაბარეებს გადაადგილებაში ხელს უწყობდა. მონღოლურად იურტა "გერი" (гэр) ჰქვია. შუა აზიაში იურტა ათასობით წლის განმავლობაში აეის ცნობილი, მისმა სტრუქტურამ დიდი გავლენა იქონია სხვა დანიშნულების ნაგებობებზე მონღოლეთში, განსაკუთრებით ტაძრებზე. იურტა დღესაც გავრცელებულია მონღოლეთის ტერიტორიაზე.[1]
XVII-XVIII საუკუნეების განმავლობაში მმართველებისთვის შენდებოდა გერ-ტერეგი (იურტა-ეტლი). კარაკორუმში ჩატარებული გათხრების დროს იპოვეს დიდი რკინის ღერძები, რომლებსაც ასეთი იურტებისთვის იყენებდნენ. ღერძის სიგრძე იყო 6 მეტრზე მეტი, ხოლო ეტლს 22 ხარი ებმეოდა. ასეთი გერ-ტერეგები ნახსენებია "მონღოლთა საიდუმლო ისტორიაში". შუა საუკუნეების მონღოლთა დროებით დასახლებებში იურტების ჩვეულებრივ წრიულად დგამდნენ, ცენტრში იყო ლიდერის იურტა. ასეთი განლაგება XIV საუკუნეში მეზობლურ განლაგებად შეიცვალა, წრიულად შემდგომში მონასტრები იდგმეოდა.
შინაგანი სივრცის ორგანიზება და ავეის განლაგება ასახავს რელიგიურ კონცეპტებს და ოჯახის წევრების როლებს. თითოეული მიმართულება მნიშვნელოვანია, კარი ყოველთვის სამხრეთისკენ იყურება. მწყემსები იყენებენ მზის განლაგებას იურტის საზურავის მიმართებით როგორც მზის საათს.
კარავი
რედაქტირებაკარვებმა შესამჩნევი როლი ითამაშეს მონღოლეთის არქიტექტურის განვითარებაში, ამ დროებით თავშესაფრებს ხშირად იყენებდნენ პასტორალურ პირობებში, ნაადამის, დღესასწაულებისა და სხვა შეკრებებისათვის.[2]
იოდგორი პატარა კარავია, სადაც ერთი ან ორი ადამიანი ეტევა. მაიჰანი უფრო დიდი კარავია ადამიანების ჯგუფების მოსათავსებლად. ცაცარი არის ქსოვილი ვერტიკალურ საყრდენებზე, რომელიც კედლებს ანაცვლებს. წაჩირი დიდი, მართკუთხა კარავია ვერტიკალური ქსოვილის კედლებით, ასარი კი ცაცარისა და წაჩირის ზოგადი სახელია.
ლიტერატურა
რედაქტირება- Oyunbileg, Z. (1990). Монголд уран барилга хөгжиж байсан нь. Journal "Дүрслэх урлаг, уран барилга" ("Fine Arts and Architecture") 1990-1. Ulaanbaatar
- Odon, S. (1990), "Хүний амьдралын орчинг архитектурт хамааруулахын учир", Дүрслэх урлаг, уран барилга (Fine Arts and Architecture) 1990-2, Ulaanbaatar
- Kiselev, S. V. (1965). "Город на реке Хир-Хира" and "Дворец в Кондуе"--в сборнике Древнемонгольские города. Moscow
- Rudenko, S. I. (1962). Культура хуннов и ноин-улинские курганы. Moscow.
- Maidar, D. (1971). Архитектура и градостоительство Монголии. Moscow