მონტეფელტრო (მხარე)
მონტეფელტრო (იტალ. Montefeltro) — ისტორიული მხარე იტალიაში, მარკეს რეგიონში. იგი ესაზღვრება ტოსკანას, რიმინის პროვინციას და სან-მარინოს რესპუბლიკას. სახელწოდება მომდინარეობს ლათინური mons feretri(us)-დან (ქართ. ფერეტრის მთა), რომელზეც მდებარეობს ცნობილი სან-ლეოს ქალაქი-ციხესიმაგრე.