მონტერეის უბის აკვარიუმი
მონტერეის უბის აკვარიუმი (ინგლ. Monterey Bay Aquarium ან MBA) — ოკეანარიუმი, რომელიც მდებარეობს კენერი-როუზე მონტერეის წყნარი ოკეანის სანაპიროზე, კალიფორნიაში. გაიხსნა 1984 წელს 20 ოქტომბერს. მასში 35.000-მდე ცხოველია. მას ყოველწლიურად 2 მილიონი ადამიანი სტუმრობს. აკვარიუმი წყალს ოკეანიდან იღებს მონტერეის უბეში ჩაშვებული მილებით.
გაიხსნა | 20 ოქტომბერი, 1984 |
---|---|
მდებარეობა | კენერი-როუ, მონტერეი, კალიფორნია |
ტერიტორიის ფართობი | 29,900 კვადრატული მეტრი |
ცხოველების რაოდენობა | 35,000 |
სახეობების რაოდენობა | 550-ზე მეტი |
უდიდესი აკვარიუმი მოცულობის მიხედვით | 4.5 მილიონი ლიტრი |
აკვარიუმების საერთო მოცულობა | 8.7 მილიონი ლიტრი |
სტუმრების წლიური რაოდენობა | 2 მილიონი |
წევრობა | ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაცია[1] |
აკვარიუმის უამრავ ექსპოზიციათა შორის ყველაზე თვალსაჩინოა ორი: „ოკეანის კიდის ფრთის“ ცენტრალური ნაწილი — 10 მეტრი სიმაღლის 1,3 მილიონი ლიტრი ტევადობის ავზი, საიდანაც კალიფორნიის სანაპირო წყალქვეშა ცხოვრების დათვალიერება შეიძლება. ამ ავზში მსოფლიოში პირველად მოხერხდა ცოცხალი კალიფორნიული გიგანტური წყალმცენარეების გაზრდა ავზის თავზე ტალღების წარმომქმნელი მანქანის დამონტაჟებით (წყლის მოძრაობა მნიშვნელოვანი ელემენტია ამ წყალმცენარეების ზრდისთვის), ავზის ღია თავიდან მზის სინათლის შეშვებით, და უბიდან ზღვის წყლის ცირკულირებით. მეორე ექსპოზიცია 4,5 მილიონი ლიტრის ტევადობის ავზია „გარე უბის ფრთაში“, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ერთპანოიანი ფანჯრებით.
ოკეანარიუმი არ ფინანსდება მთავრობისგან, არამედ ფუნქციონირებს მნახეველებისა და ორგანიზაციის სხვადასხვა ღონისძიების ხარჯზე.[2]. აკვარიუმი ღიაა ყოველდღე 9:30 საათიდან 18:00 საათამდე.[3]
ლიტერატურა
რედაქტირება- Chiang, Connie Y. (2008). Shaping the shoreline: fisheries and tourism on the Monterey coast. University of Washington Press. ISBN 9780295989778. OCLC 704517509.
- Palumbi, Stephen R.; Sotka, Carolyn (2011). The death and life of Monterey Bay: a story of revival. Island Press. ISBN 9781597269872. OCLC 692205204.
- Spring, Margaret (2018). „Lessons from thirty-one years at the Monterey Bay Aquarium and reflections on aquariums' expanding role in conservation action“, The ark and beyond: the evolution of zoo and aquarium conservation. University of Chicago Press, გვ. 156–168. ISBN 9780226538631. OCLC 1003854885.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „მონტერეის უბის აკვარიუმი“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Currently Accredited Zoos and Aquariums. Association of Zoos and Aquariums. ციტირების თარიღი: 28 მარტი, 2018
- ↑ An Inside Look at Monterey Bay Aquarium. Salmon Facts (18 დეკემბერი, 2008). ციტირების თარიღი: 2009-01-02.
- ↑ Monterey Bay Aquarium in Monterey, California. ციტირების თარიღი: 20 April 2023