მონტენეგროს დროშა

მონტენეგროს დროშამონტენეგროს ერთ-ერთი ეროვნული სიმბოლო. მიიღეს 2004 წლის 12 ივლისს. დროშა არის სწორკუთხა ფორმის მეწამული ფერის ნაჭერი, ოქროსფერი საზღვრით. ცენტრში გამოსახულია სახელმწიფო გერბი. დროშის პროპრციებია 1:2.

მონტენეგროს დროშა
მიღებულია 12 ივლისი, 2004
პროპორცია 1:2
წინა დროშები

21 დეკემბერი, 1993 - 12 ივლისი, 2004

მონტენეგროს დროშა 1918 წლამდე, დამოუკიდებლობის დაკარგვამდე იყო სამფეროვანი (წითელი, ცისფერი, თეთრი) და ზედ გამოსახული იყო სახელმწიფო გერბი. დროშა მიიღეს რუსეთის დროშის ანალოგიურად. 1918-1941 წლებში მონტენეგროს დროშა არ ჰქონია. გერმანული ოკუპაციის შემდეგ მისი დროშა იყო მეწამული ფერის ლომისა და არწივის გამოსახულებით. ჩერნოგორიის სოციალისტური რესპუბლიკის დროშაც წითელ-ლურჯ-თეთრ ფერებში იყო, თუმცა ზედ გერბის ნაცვლად ვარსკვლავი იყო გამოსახული. დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ 1993-2004 წლებში მოქმედებდა სამფეროვანი დროშა პროპორციით 1:3.

თანამედროვე დროშა მიიღეს 2004 წელს.

ისტორიული დროშები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება