მონასტერის ნათლისმცემლის ეკლესია
მონასტერის ნათლისმცემლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ მონასტერში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
დარბაზული ეკლესია სხვადასხვა ზომის რიყის ქვითაა ნაგები.
გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდის ცენტრში გაჭრილია სარკმელი. სარკმლის ძირში ტრაპეზის ქვა დგას. აბსიდის ჩრდილოეთ და სამხრეთ მხარეს თითო სწორკუთხა ნიშაა. კონქი სფერულია.
სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. საკურთხევლის წინ აგურის კანკელია. კანკელს ორი აღსავლის კარი აქვს. სვეტებზე მოწყობილია ნიშები.
ეკლესიის კამარა ცილინდრულია. კამარის საბრჯენი თაღი კრონშტეინებს ეყრდნობა. დასავლეთ კედელში სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. ჩრდილოეთ კედელს ხარისხი გასდევს. სამხრეთი შესასვლელი შიგნით არქიტრავული, გარეთ თაღოვანია.
ეკლესიას სამხრეთიდან მინაშენი ჰქონდა. მინაშენის მხოლოდ ჩრდილოეთი კედლის კვალი ჩანს.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 127-128