მონასტერის კოშკი
მონასტერის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ მონასტერში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
მრგვალი კოშკი შემორჩენილია ორი სართულის დონეზე. პირველი სართულის აღმოსავლეთ კედელში მოთავსებულია შესასვლელი. კარი ნაოთხალია. ჩანს საურდულე. ამავე სართულის სამხრეთ კედელში მოწყობილია შეწყვილებული ნიშა, რომელთაც შეისრული თაღები აქვს.
მეორე სართულის ჩრდილოეთ კედელში კიდევ ერთი კარია. შესასვლელის მარჯვნივ ბუხრის კვალია. აღმოსავლეთ კედელში ორი არქიტრავული ნიშაა. დასავლეთ კედელში გაჭრილია სარკმელი.
კოშკი სხვადასხვა ზომის უხეშად დამუშავებული ქვითაა ნაგები. გარშემო მიწის დონე აწეულია.
კოშკზე ადგილობრივ მოსახლეობა სხვადასხვა დანიშნულების სათავსები მიუშენებია. კოშკი დაზიანებულია.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008,გვ., 127