მონასტერის ეკლესიის ნანგრევი

მონასტერის ეკლესიის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ მონასტერში. აგებულია შუა საუკუნეებში.

სოფლის სასაფლაოზე მდებარე ეკლესიიდან შემორჩენილია აღმოსავლეთი, სამხრეთი და ჩრდილოეთი კედლების მცირე ნაწილი, რომელთა სიმაღლე 1 მეტრს აღწევს, ზოგან უფრო ნაკლებს. ქვა ძირითადად ფლეთილია. აქა-იქ შირიმის ქვაც ურევია, მაგალითად, სამხრეთ შემოსასვლელის თაღზე. გეგმა არ იკითხება, ჩანს მხოლოდ აბსიდის მომრგვალებული მცირე ნაწილი. მიწის დონე აწეულია. ეკლესია ჩახერგილია ჩამონაშალი ქვით.

ძეგლის გარშემო შემორჩენილია გალავნის ფრაგმენტები და სხვა ნაგებობათა ნაშთები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008. გვ., 128-129