იომ-ქიფური
(გადამისამართდა გვერდიდან მონანიების დღე)
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
იომ-ქიფური (ივრ. יוֹם כִּפּוּר, სიტყვასიტყვით „მიტევების დღე“, ითარგმნება როგორც „გამოსყიდვის დღე“, „განკითხვის დღე“) — იუდაიზმში ყველაზე მნიშვნელოვანი და წმინდა დღესასწაული; მარხვის, აღსარებისა და ცოდვების მიტევების დღე; აღინიშნება ებრაული თიშრის თვის მეათე დღეს და მონანიების ათი დღის დასასრულია.
იომ-ქიფური და ქრისტიანობა
რედაქტირებაქრისტიანთა უმრავლესობა იომ-ქიფურს, როგორც „მიტევების“, „გამოსყიდვის“, „განკითხვის“ დღეს არ აღნიშნავს, რადგანაც იგი ახალ აღთქმაში არ მოიხსენიება. თუმცა სწავლულები და თეოლოგები პოულობენ მჭიდრო კავშირს „იომ-ქიფურის“ მნიშვნელობასა და ქრისტეს სამსჯავროზე წარდგომის დღეს შორის, რომელსაც მომავალში მოელიან ქრისტიანები.
მართლმადიდებლურ რელიგიაში იომ-ქიფურის დღეს შეესაბამება ორი დღე:
- ჯვართამაღლების წინა დღე, რომელიც ასევე სექტემბერში აღინიშნება მძიმე მარხვითა და ლოცვით, თუმცა ეს დღე ფიქსირებული თარიღია. ამ ორ რელიგიურ თარიღს შორის კავშირის რეალობას ბევრი თეოლოგი აღნიშნავს.
- დიდი პარასკევი - ვნების კვირის პარასკევი, როდესაც მართლმადიდებელი ქრისტიანები იხსენებენ უფალ იესო ქრისტეს ჯვარცმის დღეს, როდესაც იესომ გამოისყიდა კაცობრიობის ცოდვები. მართლმადიდებლები ამ დღეს მკაცრად მარხულობენ და ლოცულობენ.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირება