მომხმარებლის განხილვა:Arqiteqtor/სავარჯიშო

ხარაგაულის სოსო აბაშიძის სახელობის ცენტრალური სტადიონი მდებარეობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაბა ხარაგაუში.

    მაშინ, როცა მთელი საქართველო საფეხბურთო ციებ–ცხელებაში იყო ჩართული, დაბა ორჯონიკიძეში 1981-82  წლებამდე საფეხბურთო მოედანი და არც საფეხბურთო გუნდი არ  არსებობდა. ცხადია ამ პრობლემის მოგვარება ადგილობრივი ქომაგისთვის მნიშვნელოვანი იყო. ხარაგაულელი ფეხბურთელის,  სოსო აბაშიძის აქტიურობის წყალობით 1981 წელს ორჯონიკიძეში მოედნის მშენებლობა დაიწყო. საქმე იმაში იყო, რომ იმ ადგილას სადაც ამჟამად სტადიონია, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა იგეგმებოდა, შედეგად მჭიდროდ განაშენიანებულ დაბაში საფეხბურთო მოედნისთვის ადგილი აღარ რჩებოდა. 
    სოსო აბაშიძემ წერილი მისწერა საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრს და სულ მალე დაბა ორჯონიკიძეში საფეხბურთო მოედნის მშენებლობა დაიწყო.
    1982 წელს დაბა ორჯონიკიძეში სოსო აბაშიძემ, თავის ძმასთან, ასევე ფეხბურთელ მურთაზ აბაშძესთან ერთად ჩამოაყალიბა საფეხბურთო გუნდი  „ჩხერიმელა“
     ამ დროისათვის საფეხბურთო მოედნის მშენებლობა დასრულებული არ იყო. ვერ მოხერხდა მოედნის საფარის მოწესრიგება. გუნდი 1982 წლიდან 1984 წალდე საშინაო მატჩებს ზესტაფონში, ფეროშენადნობთა ქარხნის სტადიონზე მართავდა.
     დაბა ორჯონიკიძეში კი სტადიონის მშენებლობა ნელი ტემპით მიმდინარეობდა. მოედნის მწვანე საფარი მწყობრში 1984 წლის გაზაფხულიდან ჩადგა, რამაც  „ჩხერიმელას“ მეტოქეების საკუთარ კედლებში მიღების საშუალება მისცა, მაგრამ ამ დროისათვის სტადიონზე ტრიბუნები არ არსებობდა. 
     ტრიბუნების დასრულება 1987 წელს მოხერხდა. 4 სექტემბერს სტადიონი საექსპლოატაციოდ გადაეცა. 6 სექტემბერს კი განახლებულ სტადიონზე „ორჯონიკიძის „ჩხერიმელამ“ ქარელის „იბერიას“ უმასპინძლა და ანგარიშით 4:1 დაამარცხა.     
     დაბა ორჯონიკიძის ცენტრალურმა სტადიონმა განახლების შემდეგ არაერთ დასამახსოვრებელ მატჩს უმასპინძლა, თუმცა დროდადრო თავი იჩინდა სხვადასხვა პრობლემებმა: როგორც 1990 წლის გაზეთი „ხარაგაული“ გვამცნობს ჩხერიმელას დაბაში არ ჰქონდა სავარჯიშო მოედანი და მოთამაშეებს ვარჯიში მთავარ გაზონზე უწევდათ. ამას ისიც ემატებოდა, რომ მოედნის აღმოსავლეთი მხარე (მდინარე ჯიხველას სანაპირო) დაუცველი იყო. სტადიონს არ ჰქონდა საშხაპეები. აღნიშნული პრობლემების მოგვარება გუნდს საკუთარი სახსრებით უნდა მოეხერხებინა, რაც მაშინდელი პირობების გათვალისწინებით ძალიან ძნელი იყო.
    90–იანი წლების ბოლოს სტადიონი ფაქტიურად უპატრონოდ დარჩა. საფეხბურთო კლუბ „ჩხერიმელას“ ამ დროისთვის არსებობა შეწყვეტილი ჰქონდა. მოედანს კი ადგილობრივი სპორტსკოლა უვლიდა. 
  მოედანზე მატჩებს მართავდა „ნორჩი ჩხერიმელა“. ყოველი წლის გაზაფხულზე იმართებოდა ფეხბურთის ჩემპიონატი რაიონის სკოლებს შორის, ზაფხულობით კი რაიონის საფეხბურთო ჩემპიონატი სოფლებსა და დაბის უბნებს შორის.  დანარჩენ დროს მოედანი ბალახის გაუკრეჭავობის და მოუვლელობის გამო თითქმის გაუვალი იყო.
      ასე გრძელდებოდა ათ წელზე მეტი დროის მანძილზე. 
      2007 წელს სტადიონს მიენიჭა „ჩხერიმელას“ ერთ–ერთი დამაარსებლის, სოსო აბაშიძის სახელი.
      2008 წელს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით მოხერხდა საფეხბურთო კლუბ „ჩხერიმელას“ აღდგენა. 2008-09 საფეხბურთო სეზონიდან „სოსო აბაშიძე“ საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგის ზონალური ტურნირის მატჩებს მასპინძლობს.
      2009-10 სეზონიდან ხარაგაულელები პირველ ლიგაში აღზევდნენ. საჭირო გახდდა მოედნის სათანადო სტანდარტებში მოქცევა. 2010 და 2011 წლებში სტადიონზე ეტაპობრივად განხორციელდა სარემონტო სამუშაოები.  შერემონტდა და შეიღება ტრიბუნები, მოემატა დასაჯდომები (500 მაყურებელამდე), განახლდა მოედნის საფარი, მოწესრიგდა გასახდელები და საშხაპეები.   
     2011 წლის 14 აგვისტოს მოედანმა პირველად უმასპინძლა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მატჩს „ჩხერიმელასა“ და ზუგდიდის „ბაიას“ შორის.
     ამჟამად მოედანი აკმაყოფილებს საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის მატჩების მასპინძლობისათვის დაწესებულ ნორმებს.


წყარო: (ორჯონიკიძის გაზეთში „ლენინის დროშით“ შაბათი, 4 თებერვალი 1984.) გაზეთში „ლენინის დროშით“ (სამშაბათი, 1 სექტემბერი 1987 წ.)

ელინიო ერერა (Helenio Herrera Gavilán)

რედაქტირება

Helenio Herrera Gavilán - არგენტინული წარმოშობის ერთ–ერთი ცნობილი საფეხბურთო სპეციალისტი. სახელგანთქმული საფეხბურთო სქემის "კატენაჩო"–ს (Catenaccio) დამფუძნებელი.

საფეხბურთო მოღვაწეობა დაიწყო ფეხბურთელის ამპლუით. გამოდიოდა ფრანგულ კლუბებში, მაგრამ განსაკუთრებულ წარმატებას მან მწვრთნელის რანგში მიაღწია. სამწვრთნელო მოღვაწეობაც ფრანგულ კლუბებში დაიწყო, რასაც შემდეგ ესპანული "ბარსელონა" მოჰყვა. კატალონიაში ერერამ 1950 დან 1960 წლამდე 4–ჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი. 1960 წელს მილანის "ინტერნაციონალეს" ნავთობმაგნატმა ბოსმა ანჯელო მორატიმ ის ესპანეთიდან იტალიაში გადაიყვანა. ერერას ოქროს ხანაც სწორედ აქ დაიწყო. მან სწორედ "ინტერში" აამუშავა შემდგომში სახელგანთქმული ტაქტიკური სქემა "კატენაჩო", რამაც მას და მის კლუბს 1963 დან 1969 წლამდე სამი "სკუდეტო", ორი ჩემპიონთა თასი, ორი საკონტინენტთაშორისო და ერთი იტალიის თასი მოუტანა. ერერამ ინტერის შემდეგ იტალიის ნაკრებში, "რომაში" და ისევ "ინტერში" იმუშავა. ბოლოს ისევ "ბარსელონას დაუბრუნდა და გუნდს 1981 წელს ესპანეთის თასი მოაგებინა. გარდაიცვალა ვენეციაში 1997 წელს. ელინიო ერერა არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ტიტულოვანი საფეხბურთო მწვრთნელი, სახელგანთქმული თავისი გენიალური საფეხბურთო ტაქტიკით და დაცვითი ფეხბურთის ერთგულებით.

Arqiteqtor/სავარჯიშო-ის მომხმარებლის გვერდზე დაბრუნება.