მომხმარებლის განხილვა:188.169.130.12/სავარჯიშო

მე ვიცნობდი ქალს, რომელიც დიდ გამჭვირვალე სახლში ცხოვრობდა.. სახლი ოთხსართულიანი იყო.. ამ სახლს უამრავი კარი ჰქონდა და ერთადერთი ფანჯარა .. ...ბოლო სართულზე..

ქალი ყოველღამით გამოდიოდა და ფანჯრიდან იყურებოდა.. მას არ აინტერესებდა კარებების არსებობა.. მას არ აინტერესებდა რომ ტუტანხამონი, რომელსაც არ იცოდა საიდან იცნობდა, ცოცხალი აღარ იყო.. რომ ის სარკოფაგში განისვენებდა და ამ ქალის არსებობაზე წარმოდგენაც არ ჰქონდა .. ყოველს საღამოს, ფანჯარაში ყურებისას ის ასხამდა ყვითელი ხილის წვენს მწვანე ჭიქაში და სისხლივით სვამდა.. ის ფიქრობდა.. ფიქრობდა იყურებოდა.. ყვითელი წვენი ნელ–ნელა ვერცხლისფერდებოდა ჭიქაში.. ხანდახან ჭიქა იმსხვრეოდა მის ხელში და სისხლი მდორედ ედინებოდა კაბაზე.. ის ინახავდა ამ კაბებს სანამ თვლა შეეძლო.. მერე დაიღალა პრომეთესავით, რომლებსაც ყვავ–ყორნებმა გულ–ღვიძლი ამოგლიჯეს.. დაიღალა ამ სახლში ყოფნით.. 1 ფანჯრის ამარა.. გადაწყვიტა კარი გაეღო და წასულიყო.. მაგრამ, ყველა კარი თვითონვე დაეკეტა.. დიდხანს იხსენებდა, სად იყო ის ერთადერთი ვერცხლის გასაღეები, გასასვლელ კარს რომ აღებდა.. მერე გაახსენდა , რომ რამდენიმე საუკუნის წინ გადაყლაპა, რომ არსად წასულიყო აქედან.. და რატომღაც, თვითონ ცოცხალი იყო.. ტუტანხამონი კი მკვდარი..

გულ–ღვიძლი ორპირი ხანჯლით გაიპო და გასაღები გამოიგლიჯა, სისხლიანი ხელებით ეჭირა ვერცხლის ბრჭყვიალა გასაღები ..

სისხლი ისევ კაბაზე ჟონავდა .. ის კართან იდგა გასაღებით ხელში, რომელიც უკვე აღარ სჭირდებოდა.. ტუტანხამონი ელოდა მას ცივ სარკოფაგში, სადაც შეუცნობელი სიგრილე მეწამულდება..

მერე კარი გააღო და გავიდა იქ, სადაც წასვლას საუკუნეები ვერ ბედავდა.. სახლში დარჩა უამრავი კაბა.. 1 ფანჯარა და 1 ღია კარი.. შემდეგი ქალისთვის, რომლიც აქ ცხოვრებას მოისურვებდა...

188.169.130.12/სავარჯიშო-ის მომხმარებლის გვერდზე დაბრუნება.