მომაკვდავი გალი“ — გალი მამაკაცის მარმარილოს ქანდაკება, რომაული ასლი პერგამოს ორიგინალიდან (სავარაუდოდ, ბრინჯაოს), რომელიც მეფე ატალუს I-ის შეკვეთით დაამზადეს სავარაუდოდ, ძვ. წ. აღ. 230-220 წლებში კელტ-გალათებზე გამარჯვების უკვდავსაყოფად. სკულპტურა ნატურალიზმითა და დრამატიზმით ანტიკური ხელოვნების მწვერვალს განეკუთვნება. შიშველი გალი, თუ ყელსაბამს არ მივიღებთ მხედველობაში, ფარზე მწოლიარეა გამოქანდაკებული. როგორც „ლუდოვიზების ტახტი“, ეს ქანდაკებაც, სავარაუდოდ, მათი ვილის მშენებლობისას იქნა აღმოჩენილი რომში და პაპ კლიმენტი XII-ის მიერ შეძენამდე ლუდოვიზების პალაცოში ინახებოდა, პინჩოზე. ნაპოლეონის ომების დროს „მომაკვდავი გალი“ ფრანგებმა იტალიიდან გაიტანეს და მრავალი წლის განმავლობაში ლუვრში იყო გამოფენილი; ბაირონმა ქანდაკება კაპიტოლის მუზეუმში ნახა და თავის პოემაში „ჩაილდ ჰაროლდი“ ქება შეასხა; სწორედ მისი პოემის წყალობით შეიტყო რომანტიზმის ეპოქის ევროპის მკითხველმა საზოგადოებამ „მომაკვდავი გალის“ არსებობის შესახებ. ინახება კაპიტოლიუმის მუზეუმში.

„მომაკვდავი გალი“

ლიტერატურა რედაქტირება

  • A Dictionary of Celtic Mythology. James McKillop. Oxford University Press, 1998
  • Art in the Hellenistic Age, Pollitt, J. J., 1986