მოლოსია, ოფიციალურად – მოლოსიის რესპუბლიკა (Republic of Molossia) — თვითაღიარებული სახელმწიფო-მიკროერი, რომელიც დაარსებულია ქალაქ დეიტონთან ახლოს, შტატ ნევადაში, აშშ, 1977 წელს ჯეიმზ სპილმანის (მეფე ჯეიმზ I) და კევინ ბოგის მიერ.

მოლოსიის რესპუბლიკა
Republic of Molossia (ინგ.) Respubliko de Molossia (ესპერ.)
მოლოსია
მოლოსიის რესპუბლიკის
დევიზი: Nothing Ventured, Nothing Gained
ჰიმნი: Molossia, nation in the desert (ქარ. მოლოსია, ერი უდაბნოში)
მოლოსიის რესპუბლიკის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ბოუგსტონი
ფართობი
 -  სულ 0,055 კმ2 
მოსახლეობა
 -  2005 შეფასებით 4 ადამიანი 
 -  სიმჭიდროვე 73 კაცი/კმ2 
ვალუტა ვალორა (Valora), შედგება 100 ფუტრუსისგან (Futtrus)

მოსახლეობა

რედაქტირება

ქვეყნის მოსახლეობა შეადგენს 4 კაცს: პრეზიდენტი კევინ ბოგი, მისი ცოლი და ორი შვილი. ასევე, მოლოსიის ტერიტორიაზე ცხოვრობს 3 ძაღლი, კატა და კურდღელი.

კანონები

რედაქტირება

მოლოსიის კანონები და წესები მოიცავს სამხედრო სავალდებულო სამსახურს, სიკვდილით დასჯას, სიტყვის თავისუფლებას და აკრძალვას მოწევაზე.

ქიქესია (Kickassia)

რედაქტირება

მოლოსიის კრიტიკმა გადაიღო სერიალი, სახელად Kickassia. სერიალის სიუჟეტის მიხედვით მოლოსიას იპყრობენ და არქმევენ კიკესიას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება