მობინგი (ინგლ. mobbing) — ფსიქოლოგიური ზეწოლა კოლეგების ან გვერდით მყოფებისაგან. მიზანი შეიძლება იყოს სხვადასხვა: შური, პოზიციის დაკარგვის შიში სხვისი წარმატების გამო ან, უბრალოდ, გავლენის მოპოვების სურვილი.

არსებობს მობინგის ორი სახე: ჰორიზონტალური და ვერტიკალური. ჰორიზონტალურ მობინგს ასევე ბოსინგი ჰქვია და წარმოადგენს შემთხვევას, როდესაც ხდება ერთ რომელიმე თანაჯგუფელზე ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელება ერთი ან რამდენიმე პირის მიერ. ვერტიკალურ მობინგში იგულისხმება პირის მიერ სხვა, იერარქიულად უფრო დაბალ საფეხურზე მდგომ ადამიანსა ან ადამიანთა ჯგუფზე ზეწოლა.

ლიტერატურა

რედაქტირება