მნაცაკანოვის სახლი

მნაცაკანოვის სახლი (რუს. Дом Мнацаканова) — შენობა დონის როსტოვში. მდებარეობს პუშკინის ქუჩაზე. სახლი აშენდა 1911-1915 წლებში ე. გულინისა და ს. პოპოლინის პროექტის მიხედვით. მისი მფლობელი იყო სერპუგ მნაცაკანოვი. ამჟამად სახლის პირველ სართულზე განთავსებულია სავაჭრო სათავსოები, ხოლო მეორე და მესამე სართულზე საცხოვრებელი სახლები, რომელთა უდიდესი ნაწილიც ეკუთვნის როსტოველ მეწარმეს ალექსანდრე კურინოვს. მნაცაკანოვის სახლს აქვს რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[1].

მნაცაკანოვის სახლი
რუს. Дом Мнацаканова
მდებარეობა დონის როსტოვი
არქიტექტორი ე. გულინი, ს. პოპოლინი
ტიპი მოდერნი
გახსნის თარიღი 1911-1915
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6130341000

მისამართი: დონის როსტოვი, პუშკინის ქუჩა № 65.

მნაცაკანოვის სახლი აგებულია 1911-1915 წლებში არქიტექტორ ე. გულინისა და ს. პოპოლინის პროექტის მიხედვით მოდერნის სტილში[2]. სახლის მფლობელი იყო ს. მნაცაკანოვი. მნაცაკანოვების გვარი ცნობილი იყო დონის როსტოვის საქმიან წრეებში. გვარის რამდენიმე წარმომადგენელი დაკავებული იყო სავაჭრო საქმიანობით. ა. და პ. მნაცაკანოვები ვაჭრობდნენ საბაყლო და ღვინის პროდუქტებით.

1917 წელს, ისევე როგორც ყველა სხვა მსგავსი სახლები, მოხდა მათი ნაციონალიზაცია და მასში განთავსდა კომუნალური სახლები. წლების განმავლობაში შენობა ჩამოინგრა და შეიცვალა მისი თავდაპირველი ფასადი. შეიცვალა ფანჯრისა და კარის ღიობების გაფორმება, დაემატა აივნები, დაამატეს დამატებითი შესასვლელი და სათავსოები.

XX საუკუნის ბოლოს სახლი შეიძინა ბიზნესმენმა ა. კურინოვმა. მაცხოვრებლები გაასახლეს ინდივიდუალურ ბინებში. შემონახული ფოტოებისა და ფრაგმენტების მიხედვით აღადგინეს ფასადის ატიკი, პარაპეტები, აივნები.

არქიტექტურა

რედაქტირება

სამსართულიან ნაგებობას აქვს ასო П-ს კონფიგურაცია. აგებულია მოდერნის სტილში.

  1. Ростов-на-Дону (объекты культурного наследия регионального значения). Официальный портал Правительства Ростовской области.
  2. Волошинова Л. Ф. Пушкинская улица. — Ростов-на-Дону: «Донской издательский дом», 2000. — (Серия "Судьбы улиц, площадей, зодчих"). — ISBN 5-87688-250-X.