მლაშეს სამაროვანი

მლაშეს სამაროვანი — ადრინდელი ფეოდალური ხანის (VI-VII სს.) სამაროვანი სოფ. მლაშესთან (დუშეთის მუნიციპალიტეტი) ადგილობრივ ორხევში. გათხარეს 1974 წელს (ლ. წითლანაძე). მიცვალებულები დაკრძალული იყვნენ ბრტყელი ქვით ნაგებ ქვაყუთებში. სამარხები კოლექტიური იყო. მიცვალებულების ძვლებთან ერთად აღმოჩნდა გვიანდელი სასანური (V საუკუნე) გემა, რომელზეც ცხოველია გამოსახული, ბრინჯაოს ღეროიანი ქინძისთავი, ბეჭედი, თიხისა და მინის ჭურჭლის ნატეხები და სხვა ნივთები. მასალა დაცულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ინსტიტიტში, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიურ კვლევის ცენტრში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • წითლაძე ლ., მირცხულავა გ., გოჩიაშვილი მ., არქეოლოგიური კვლევა სოფ. მჭადიჯვარში, «ძეგლის მეგობარი», 1975, № 39;
  • წითლანაძე ლ., ქსე, ტ. 7, გვ. 50, თბ., 1984