ხედი მკვლელობაზე

(გადამისამართდა გვერდიდან მკვლელობის ნებართვა)

ხედი მკვლელობაზე (ინგლ. A View to a Kill) — რიგით მეთოთხმეტე ფილმი ჯეიმზ ბონდის ფილმების სერიიდან და რიგით უკანასკნელი, რომელშიც მონაწილეობს მსახიობი როჯერ მური. ფილმი გამოვიდა 1985 წელს. მისი რეჟისორია ჯონ გლენი. ფილმი ნაწილობრივ ეფუძნება მწერალ იენ ფლემინგის რომანებს. სცენარის ავტორები არიან მაიკლ ჯ. უილსონი და რიჩარდ მეიბაუმი. სიუჟეტის მიხედვით, ბონდი ციმბირში მოგზაურობს - მან უნდა მოიძიოს მიკროჩიპი, რომელიც ვერ მოიპოვა სხვა აგენტმა (003), ვინაიდან მოკლული იქნა. ამ ოპერაციით იწყება შეჯახება მაგნატ ზორინთან, რომლის გეგმებში შედის სილიკონის ველის განადგურება.

„ხედი მკვლელობაზე“
რეჟისორი ჯონ გლენი
პროდიუსერი ალბერტ ბროკოლი
მაიკლ ჯ. უილსონი
სცენარის ავტორი მაიკლ ჯ. უილსონი
რიჩარდ მეიბაუმი
ნაწარმოები იენ ფლემინგი
როლებში როჯერ მური
ტანია რობერტსი
გრეის ჯონსი
და რობერტ ბრაუნი (მ-ის როლში)
კომპოზიტორი ჯონ ბარი
სიმღერა A View to a Kill:
ასრულებს Duran Duran
ოპერატორი ალან ჰიუმი
მონტაჟი პიტერ დეივისი
დისტრიბუტორი MGM/UA Distribution Co.
გამოსვლის თარიღი 24 მაისი 1985 (აშშ)
13 ივნისი 1985 (ინგლისი)
ხანგრძლივობა 131 წთ.
ბიუჯეტი 30,000,000 აშშ დოლარი
შემოსავალი 152,627,960 აშშ დოლარი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება