მიხეილ სებრიაკოვი

რუსი პოეტი, მეცნიერი და მხატვარი

მიხეილ სებრიაკოვი (რუს. Михаил Васильевич Себряков; დ. 1798, სკურიშენსკაია, რუსეთის იმპერია — გ. 20 დეკემბერი, 1882) — რუსი პოეტი, მეცნიერი და მხატვარი.

მიხეილ სებრიაკოვი
სრული სახელი მიხეილ ვასილის ძე სებრიაკოვი
დაბადების თარიღი 1798
დაბადების ადგილი სკურიშენსკაია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 20 დეკემბერი, 1882
გარდაცვალების ადგილი Sebrovo
საქმიანობა პოეტი
ენა რუსული ენა
ეროვნება რუსი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ალმა-მატერი ხარკოვის უნივერსიტეტი
ჟანრი პოეზია

ბიოგრაფია

რედაქტირება

მიხეილ სებრიაკოვი დაიბადა სტანიცა სკურიშენსკაიაში ვ. სებრიაკოვის ოჯახში. სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტში.

მსახურობდა ლეიბ-გვარდიის კაზაკთა ლეგიონში. ლეგიონში სებრიაკოვს მიენიჭა წოდებები: 1817 წლის 20 იანვარი — ურიადნიკი; 1819 წლის 10 მაისი — ლეიბ-გვარდიის კაზაკტა ლეგიონის იუნკერი; 1820 წლის 25 თებერვალი — პორტუპეი-იუნკერი; 1820 წლის 24 მარტი — კორნეტი; 1825 წლის 18 ივნისი — პორუჩიკი; 1825 წლის 31 აგვისტოდან 1826 წლის 3 აპრილამდე მსახურობდა ტაგანროგში იმპერატორ ალექსანდრე I-სა იმპერატორის მეუღლის ელიზავეტა ალექსეევნას ლეგიონში ყოფნის დროს; 1827 წლის 5 ნოემბრიდან — სამხედრო სამსახურიდან გადამდგარი შტაბს-როტმისტრი. 1827 წელს გადადგა შტაბ-როტმისტრის წოდებით[1].

შემდეგ მუშაობდა ჯარის ხაზინადარად, ჯარის კანცელარიის ასესორად, დონის თავადთა საოლქო წინამძღოლად. მიხეილ სებრიაკოვს ჰქონდა დიდი კარ-მიდამო უსტ-მედვედიცკის ოლქის დასახლება სლობოდა-სებროვოში. სლობოდა-სებროვოში მდებარე სახლში მას ჰქონდა დიდი ბიბლიოთეკა, ფიზიკური და ბუნებრივ-ისტორიული კაბინეტები, მცირე ობსერვატორია და მეტეოროლოგიური სადგური.

გარდაიცვალა 1882 წლის 20 დეკემბერს. დაკრძალულია სლობოდა-სებროვოს წმინდა მიტროფანეს ეკლესიაში.

შემოქმედება

რედაქტირება

1869 წელს მიხეილ სებრიაკოვმა გამოსცა ბროშურა „Три спутника“ (ქართ. სამი თანამგზავრი), რომელსაც თანდართული ჰქონდა პლანეტა სატურნის ნახატები. გამოაქვეყნა წინგი „О бациляриях“ (ქართ. ბაცილარიების შესახებ) (ერთუჯრედიან წყალმცენარეებზე). გამოსცა ლექსების კრებული „Орхидеи“ (ქართ. ორქიდეები). მისი ინტერესების სფეროში იყო ფერწერა, გრაფიკა, არქიტექტურა. სებროვოში მან საოჯახო ეკლესია მოაწყო, რომელიც სტანიცა სკურიშენსკაიაში წმინდა მიტროფანეს სახელობის ტაძრის შემცირებული ასლი იყო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Астапенко М. П., Астапенко Г. Д., Астапенко Е. М. Казачья доля — Дон, степь да воля. Ростов н/Д, 2014. с. 303, 320 с.: ил. ISBN 978-5-87259-806-0

ინტერნეტ-რესურსები

რედაქტირება
  1. Михаил Васильевич Себряков. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-12. ციტირების თარიღი: 2017-09-21.