მიხეილ-გელა სალუაშვილი
მიხეილ სალუაშვილი (დ. 16 ივლისი, 1958, თბილისი — გ. 1 აპრილი, 2021, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი.
მიხეილ სალუაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 16 ივლისი, 1958 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 1 აპრილი, 2021 (62 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი, საქართველო |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება |
საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტთან არსებული უცხო ენებისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ტექნიკური მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | სამართლიანობის აღდგენის კავშირი |
ძირითადი იდეები | საქართველოს სულიერი მისიის კვლევა |
საქმიანობა | თეოლოგი; პოლიტოლოგი; კონსტიტუციონალისტი |
მეუღლე/ები | ნანა სალუაშვილი |
შვილ(ებ)ი | ზაალ სალუაშვილი; საბა სალუაშვილი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1980–1982 წლებში მუშაობდა საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტში; 1983–1989 წლებში სპი-ს „ლითონის კონსტრუქციების“ კათედრაში; 1990–1991 წლებში სპი-ს „სამოქალაქო თავდაცვის ციკლის“ უფროსად; 1991–1995 წლებში სპი-ს „სამშენებლო კონსტრუქციების“ კათედრის გამგის მოადგილედ — „დაცვითი ნაგებობების“ უფროსად; 1991 წელს იყო საბურთალოს საკრებულოს თავმჯდომარე; 1992 წლის იანვარიდან გარდაცვალებამდე იყო „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ის ლასკარის თავმჯდომარე. 133 კრებულისა და 3000-მდე საგაზეთო პუბლიკაციის ავტორი და თადარიგის უფროსი ლეიტენანტი. 2018 წელს იყო საპრეზიდენტო კანდიდატი. მონაწილეობა ჰქონდა საპრეზიდენტო (2013, 2018) და თბილისის მერის არჩევნებში (2014). 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო 1376 (0,08%) ხმა. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო 2970 (0,19%) ხმა. 2018 წლიდან იყო „თეოლოგიისა და პოლიტიკის აკადემიის“ პრეზიდენტი.
მიხეილ-გელა სალუაშვილი გარდაიცვალა 2021 წლის 1 აპრილს, თბილისში.[1]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაჰყავს ორი შვილი და ორი შვილიშვილი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- საპრეზიდენტო კანდიდატი: მიხეილ სალუაშვილი დაარქივებული 2020-08-12 საიტზე Wayback Machine.
- Ufali.ge დაარქივებული 2021-04-18 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „მიხეილ-გელა სალუაშვილი გარდაიცვალა“. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 16 აპრილი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება)