მიხეილ მაყაშვილი
მიხეილ მაყაშვილი (დ. 5 თებერვალი, 1955) — ქართველი პოლიტიკოსი.
მიხეილ მაყაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 5 თებერვალი, 1955 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. 1976-1985 წლებში იყო საპროექტო ინსტიტუტის „ქალაქმშენსახპროექტის“ ტექნიკოსი, ტიპური პროექტირების ზონალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის არქიტექტორი, თბილისის საქალაქო საბჭოსთან არსებული საპროექტო-საშემსრულებლო კანტორის — ქალაქგაფორმების საპროექტო ჯგუფის უფროსის მოადგილე, საპროექტო ინსტიტუტის „საქსახგაზტრანსპროექტის“ წამყვანი არქიტექტორი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).