მიხეილ კეკელიძე
მიხეილ კეკელიძე (დ. 1911 — გ. 1996) — ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. იყო ჟურნალების — „კომუნისტური აღზრდისათვის“ და „სკოლა და ცხოვრება“ წამყვანი თანამშრომელი.
მიხეილ კეკელიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1911 |
გარდაცვალების თარიღი | 1996 |
საქმიანობა | მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი |
ენა | ქართული ენა |
ეროვნება | ქართველი |
პერიოდი | XX საუკუნე |
შემოქმედება
რედაქტირებაკეკელიძეს დაწერილი აქვს ისტორიული რომანები „ბრწყინვალე ვარსკვლავის მაძიებელი“, „შავი ღრუბლები“ და „ჯვარცმული ქვეყანა“[1]. იგი იკვლევდა XX საუკუნის პედაგოგიკის ისტორიას.