მიხეილ ზოშჩენკოს აგარაკი
მიხეილ ზოშჩენკოს აგარაკი (რუს. Дача Михаила Зощенко) — აგარაკი სესტრორეცკში, რომელშიც 1946 წლიდან 1958 წლამდე ცხოვრობდა გამოჩენილი რუსი მწერალი მიხეილ ზოშჩენკო. ლენინგრადის აღმასრულებელი კომიტეტის საბჭოს 1988 წლის 5 დეკემბრის № 963 გადაწყვეტილებით, ობიექტი არის რეგიონული მნიშვნელობის ისტორიული ძეგლი.
მიხეილ ზოშჩენკოს აგარაკი Дача Михаила Зощенко | |
---|---|
კოორდინატები | 60°05′36″N 29°56′39″E / 60.093472° ჩ. გ. 29.944167° ა. გ. |
მდებარეობა | სესტრორეცკი, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი |
არქიტექტორი | ნ. ა. ლვოვი |
ტიპი | აგარაკი |
თარიღდება | 1939 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ისტორია
რედაქტირებამიხეილ ზოშჩენკომ ეს სახლი ცოლის სახელზე შეიძინა 1939 წელს, სადაც მისი ოჯახის წევრები ზაფხულის თვეებში მიემგზავრებოდნენ. აქ მწერალი ძალიან ბევრს წერდა. აქვე გარდაიცვალა კიდეც 1958 წელს 62 წლის ასაკში.
მწერლის გარდაცვალების შემდეგ მის ოთახში 1970 წლამდე იგივე პირადი ავეჯი იყო განთავსებული. აქ მოდიოდნენ ტურისტები დასასვენებელი სახლებიდან, სანატორიუმებიდან, სტუმრობდნენ ლენინგრადელები. ლენინგრადის მოგზაურობისა და ექსკურსიების ბიუროს მეთოდისტმა ი. რუდიცკაიამ წამოაყენა წინადადება მწერლის სახლში მემორიალური მუზეუმის მოწყობის შესახებ, ხოლო ძეგლთა დაცვის საზოგადოების პასუხისმგებელმა მდივანმა ბ. მაქსიმოვმა გააგზავნა წერილი ლენინგრადის ძეგლთა დაცვის საქალაქო საზოგადოებაში.
1990-იანი წლების დასაწყისში აგარაკი დაიწვა, დაინგრა და შემდეგ გაიყიდა. 2008 წელს მის ადგილზე ააგეს სხვა შენობა. აგარაკის მაკეტი დადგეს სესტრორეცკის საკურორტო რაიონის მ. მ. ზოშჩენკოს სახელობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკაში შეგროვილია მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების ექსპონატები.
ბიბლიოთეკის შენობის წინ მწერლის ძეგლი დადგეს 2003 წლის 14 სექტემბერს. მოქანდაკე ვ. ფ. ონეშკო. არქიტექტორი ნ. ნ. სოკოლოვი.