მიხეილ ავენარიუსი
მიხეილ ავენარიუსი (რუს. Михаи́л Авена́риус; დ. 19 სექტემბერი, 1835, ცარსკოე-სელო — გ. 16 სექტემბერი, 1895, კიევი) — გერმანული წარმოშობის რუსი მეცნიერი და ფიზიკოსი.
მიხეილ ავენარიუსი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 7 (19) სექტემბერი, 1835 |
დაბ. ადგილი | პუშკინი |
გარდ. თარიღი | 4 (16) სექტემბერი, 1895 (59 წლის) |
გარდ. ადგილი | კიევი |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
საქმიანობა | ფიზიკოსი |
მუშაობის ადგილი | წმინდა ვლადიმერის საიმპერატორო უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჯილდოები | საპატიო ლეგიონის ორდენი |
ბიოგრაფია
რედაქტირებამიხეილ ავენარიუსი დაიბადა 1835 წლის 19 სექტემბერს ცარსკოე-სელოში (ამჟამად პუშკინი), იურისტისა და პროტესტანტი მღვდლის ოჯახში; ამ ოჯახის 15 შვილს შორის მიხეილი მეცხრე იყო. მან 1854 წელს დაამთავრა პეტერბურგის მეხუთე გიმნაზია, რის შემდეგ შევიდა ამავე ქალაქის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1858 წელს ავენარიუსმა აღნიშნული ფაკულტეტი წარჩინებით დაამთავრა და ფიზიკა-მათემატიკის კანდიდატის ხარისხი მიანიჭეს.
ავენარიუსების გვარი სამეცნიერო ასპარეზზე XVI საუკუნიდან მოღვაწეობდა. XIX საუკუნის დასაწყისში ამ საგვარეულოს ერთი შტო, ალექსანდრე ავენარიუსი გერმანიიდან რუსეთში გადასახლდა; მას შემდეგ ეს შტო რუსულ მეცნიერებასა და ლიტერატურას ემსახურება. ავენარიუსის სწავლის პერიოდში პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკის კათედრას ხელმძღვანელობდა გამოჩენილი ფიზიკოსი ემილ ლენცი, ამიტომ, ბუნებრივია, რომ მისი მოწაფეების ერთი ნაწილი სამეცნიერო-კვლევით მუშაობას უნდა შედგომოდა.
მიხეილ ავენარიუსის შრომები
რედაქტირებაუნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ავენარიუსი ოთხი წლის განმავლობაში მასწავლებლობდა გიმნაზიაში (ასწავლიდა მათემატიკას), ხოლო 1862 წელს სხვა ახალგაზრდა ფიზოკოსებთან ერთად იგი ბერლინში მიავლინეს. იქ ფიზიკოს გ. კვინკეს რჩევითა და დახმარებით შეიძინა ფიზიკური ხელსაწყოები და სინათლის ინტერფერენციის შესწავლა დაიწყო. პარალელურად იგი ისმენდა პროფესორ ი.პოგენდორფის ლექციებს ფიზიკის ისტორიაში, 1863 წლიდან კი მიიღო ჰ. მაგნუსის ლაბორატორიაში მუშაობის უფლება, სადაც თერმოელექტრობის შესწავლას მიჰყო ხელი. ბერლინის უნივერსიტეტის ნებართვით ჰ. მაგნუსის ლაბორატორია მის კერძო ბინაზე იყო მოწყობილი იქ იმართებოდა სემინარები და ფიზიკაში შესრულებილი შრომების განხილვა.
1863 წელს გამოქვეყნდა ავენარიუსის პირველი შრომა თერმოელექტრობაში ამ სტატიაში ავტორი თერმოელექტრობის მოვლენას იხილავს კონტაქტური თეორიის თვალსაზრისით. ერთი თვის შემდეგ კვლავ გამოქვეყნდა ავენარიუსის შრომა, რომელშიც მან დაასაბუთა, რომ თერმოელემენტის ემძ შეიძლება განვიხილოთ როგორც ტემპერატურის მეორე ხარისხის ფუნქცია; ამ ორი შრომის შედეგებმა ავტორს სადოქტორო დისერტაციის მასალა მისცა. 1864 წელს ავენარიუსი კვალიფიკაციის ასამაღლებლად ჯერ პარიზს გაემგზავრა, შემდეგ კი გერმანიაში დაბრუნდა და გ. კირხჰოფს მიეკედლა.
1864 წლის შემოდგომაზე ავენარიუსს მივლინების ვადა დაუმთავრდა და რუსეთში დაბრუნდა. 1866 წლის მაისში მან სადოქტორო დისერტაცია დაიცვა, ხოლო ერთი წლის შემდეგ პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკის კათედრის გამგედ. მთელი დანარჩენი ცხოვრება ავენარიუსმა კიევში გაატარა.
1876 წელს მეცნიერული დამსახურებისათვის ავენარიუსი აირჩიეს პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. 1889 წელს, მან აქტიური მონაწილეობა მიიღო კიევის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის საზოგადოების ჩამოყალიბებაში. 1890 წელს ავენარიუსს დამსახურებული პროფესორის წოდება მიენიჭა, ერთი წლის შემდეგ კი ჯანმრთელოის მდგომარეობის გამო იძულებული იყო სამუშაოდან გადამდგარიყო.
მაღალ შეფასებას აძლევს ავენარიუსის მოღვაწეობას რუსი ფიზიკოსი ქ. სტოლესტოვი, მისი სიტყვებით ავენარიუსი იყო საქმისათვის თავდადებული, კეთილი, მაგრამ პრინციპული, მიუდგომელი, პირდაპირი და სამართლიანი. მიხეილ ავენარიუსმა და მისმა სკოლამ მეცნიერებას დაუტოვეს მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა ნივთიერების კრიტიკული მდგომარეობის შესწავლის შედეგებისა და იმ დროს ფიზიკის მეტად მნიშვნელოვანიდარგის - სითბოს თეორიის კვლევის მეთოდების სახით.
მიხეილ ავენარიუსი გარდაიცვალა 1895 წლის 16 სექტემბერს, 60 წლის ასაკში.
ლიტერატურა
რედაქტირება- პარკაძე ვ., პარკაძე მ., მსოფლიოს ფიზიკოსები, ტ. II, თბ., 1973, გვ.,. 242-248
- Гольдман А. Г. Михаил Петрович Авенариус и киевская школа экспериментальной физики. — УФН, Т.44, август 1951.
- Храмов Ю. А. Авенариус Михаил Петрович // Физики: Биографический справочник / Под ред. А. И. Ахиезера. — Изд. 2-е, испр. и дополн. — М.: Наука, 1983. — С. 6—7. — 400 с. — 200 000 экз.