მიხაელ ანდრეას ჰელმუთ ენდე (გერმ. Michael Andreas Helmuth Ende; დ. 12 ნოემბერი, 1929, გარმიშ-პარტენკირხენი — გ. 28 აგვისტო, 1995, ფილდერშტადტ-ბონლანდენი) — გერმანელი მწერალი, მთელი რიგი საბავშვო ნაწარმოებების ავტორი, რომელთაგან ყველაზე მეტად ცნობილია მოთხრობა „დაუსრულებელი ამბავი“. დღეს ენდეს ნაწარმოებები 40-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი და 35 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გამოცემული[22]. „დაუსრულებელი ამბის“ მოტივებზე გადაღებული რამდენიმე მხატვრული ფილმი. 1989 წელს დაწერილ ზღაპარ „ჯადოსნური სასმელის“ მიხედვით კი 2000 წელს ცნობილი ანიმაციური სერიალი „ვუნშპუნში“ გადაიღეს. ენდეს კალამს ეკუთვნის რამდენიმე პიესა, რომანი და მოთხრობა.

მიხაელ ენდე
გერმ. Michael Andreas Helmut Ende
დაბადების თარიღი 12 ნოემბერი, 1929(1929-11-12)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13]
დაბადების ადგილი გარმიშ-პარტენკირხენი[14] [15] [16]
გარდაცვალების თარიღი 28 აგვისტო, 1995(1995-08-28)[1] [2] [3] [5] [11] [13] (65 წლის)
გარდაცვალების ადგილი ფილდერშტადტი[14]
დასაფლავებულია მიუნხენის ვალდფრიდჰოფის სასაფლაო
საქმიანობა მწერალი[17] , საბავშვო მწერალი, სცენარისტი, სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი, ნოველისტი და fantasy author
ენა გერმანული ენა
მოქალაქეობა  გერმანია[18]
Magnum opus დაუსრულებელი ამბავი[19] , მომო, ჯიმ ბატონი, The Night of Wishes, Jim Button and the Wild 13 და Mirror in the Mirror: A Labyrinth
ჯილდოები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე დამსახურების ორდენის ჯვარი, ვერცხლის კალამი, Großer Preis der Deutschen Akademie für Kinder- und Jugendliteratur e.V. Volkach, Bayerischer Poetentaler, Pipe Smoker of the Year[20] , Pier Paolo Vergerio European Prize for Children's Literature[21] , კურდ ლასვიცის პრემია და Hugo-Jacobi-Preis
მეუღლე მარიკო სატო და ინგებორგ ჰოფმანი
ხელმოწერა
საიტი michaelende.de/de

ბიოგრაფია

რედაქტირება

მიხაელ ენდე დაიბადა მხატვარ-სიურრეალისტ ედგარ ენდეს ოჯახში. დაამთავრა ვალდორფის სკოლა შტუტგარტში. ახალგაზრდობაში თეატრის მსახიობადაც მუშაობდა. მისი ნაწარმოებების გამოცემა 1947 წლიდან დაიწყო, მაგრამ პოპულარობა უფრო მოგვიანებით ეწვია, როდესაც ნაწარმოებები „ჯიმ ღილი და მემანქანე ლუკასი“ (1960), „მომო“ (1973), „დაუსრულებელი ამბავი“ (1979) დაიბეჭდა. გარდაიცვალა კუჭის კიბოთი სამოცდახუთი წლისა, დაკრძალულია ვალდფრიდჰოფის სასაფლაოზე.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ენდე ორჯერ დაქორწინდა, მაგრამ შვილები არ შესძენია. 1952 წელს მსახიობი ინგებორგ ჰოფმანი გაიცნო მეგობრებთან წვეულებაზე. 1964 წელს რომში იქორწინეს. ჰოფმანმა ქმრის შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონია, ხშირად ენდეს ხელნაწერებს ერთად განიხილავდნენ ხოლმე. მათი ქორწინება 1985 წელს დასრულდა, როდესაც 63 წლის ინგებორგ ჰოფმანი თრომბოემბოლიისგან გარდაიცვალა. მეორე ცოლად მიხაელმა იაპონელი-გერმანელი მარიკო სატო შეირთო, რომელიც ჯერ კიდევ 1976 წელს გაიცნო. სატოს ქორწინებამდე ენდეს რამდენიმე წიგნი ჰქონდა იაპონურად თარგმნილი, ხოლო 1977-80 წლებში მათ გერმანულ ენაზე ერთობლივად თარგმნეს ქენძი მიაძავას ათობით ზღაპარი.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118530259 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  4. Find a Grave — 1996.
  5. 5.0 5.1 filmportal.de — 2005.
  6. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. Kritisches Lexikon der Gegenwartsliteratur / Hrsg.: H. L. Arnold, H. Korte — 1978.
  8. Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  9. Vegetti Catalog of Fantastic Literature
  10. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  11. 11.0 11.1 Babelio — 2007.
  12. Munzinger Personen
  13. 13.0 13.1 ПроДетЛит — 2019.
  14. 14.0 14.1 Michael Ende
  15. Michael Ende und sein Geburtsort Garmisch-Partenkirchen Der Anfang von Ende
  16. Michael Ende
  17. The Fine Art Archive — 2003.
  18. Michael Ende
  19. http://www.telegraph.co.uk/books/authors/the-neverending-story-celebrated-with-a-google-doodle/
  20. Pfeifenraucher des Jahres
  21. Premiums and Awards
  22. Michael Ende