მიშველის ეკლესია „ფიჭუ ოხვამე“
მიშველის ეკლესია „ფიჭუ ოხვამე“ — ეკლესია სოფელ მიშველში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველო.
ეკლესია აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
ეკლესია არის დარბაზული ტიპის. აგებულია ფლეთილი და რიყის ქვით. ნაგებობა ძლიერ დანგრეულია. ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ეკლესიის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. ეკლესიის კედლები მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია და იგი სასწრაფო კონსერვაციას საჭიროებს.