მიშა კოლინზი (დიმიტრი ტიპენს კრაშნიკი; ინგლ. Misha Collins; დ. 20 აგვისტო, 1974) — ამერიკელი მსახიობი. ცნობილია შესრულებული როლისთვის სერიალში „ზებუნებრივი“. აგრეთვე შეასრულა როლები სერიალებში: „სასწრაფო“ და „24“, და იყო მიწვეული ვარსკვლავი სერიალებში NCIS, Nip/Tuck, NYPD Blue, CSI, CSI:NY, Monk და Charmed. კინოსამყაროში კოლინზი უკეთ ცნობილია სერიული მკვლელის, პოლ ბერნარდოს როლით ფილმში „კარლა“. მას ასევე ჰქონდა პატარა როლი „შეწყვეტილ სიცოცხლეში“ ჯარედ ლეტოსთან, ანჯელინა ჯოლისთან და ვუპი გოლბერგთან.

მიშა კოლინზი

მიშა კოლინზი
დაბადების სახელი დიმიტრი ტიპენს კრაშნიკი
დაბადების თარიღი 20 აგვისტო, 1974
ბოსტონი, აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1998-დღემდე
მეუღლე(ები) ვიქტორია ვანტოჩი (დაქორწინდნენ 2002 წელს)

ბიოგრაფია

რედაქტირება

მიშა კოლინზი მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ბოსტონში დაიბადა, რებეკა ტიპენსისა და რიჩარდ კრუშნიკის ოჯახში. მას ჰყავს ძმა საშა და დები დენიელი და ელიზაბეტი. კოლინზი იზრდებოდა გრინვლის მიდამოებში და დადიოდა გრინფილდის ცენტრალურ სკოლასა და ნორთფილდ მაუნთ-ჰერმონში, რომელიც დაამთავრა 1992 წელს. იგი შემოვლითი გზით მოხვდა სამსახიობო ბიზნესში — თავი ჯერ ხის დამმუშავებლად და დურგლად გამოცადა. ჩიკაგოს უნივერსიტეტში სოციოლოგიის შესწავლის შემდეგ მან მოიპოვა თანამშრომლობა თეთრს სახლთან, პრეზიდენტის პრეს-მდივნად 1995 წელს. იგი ასევე მუშაობდა რადიოში „National Public Radio (NPR) headquarters” 6 თვის განმავლობაში. ამ ორმა სამსახურმა გადააწყვეტინა რომ არ სურდა პოლიტიკაში ჩართვა.

მოგვიანებით კოლინზმა დააარსა პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია, თუმცა დამატებით მოუწია მუშაობა მოდელად. ასევე თამაშობდა თეატრშიც თავისი ბიზნესის დასახმარებლად, თუმცა მალე გააანალიზა, რომ კომპანიის მართვაზე მეტად გადასაღებ მოედანზე ყოფნა იზიდავდა და გადაწყვიტა საყვარელი საქმისთვის მეტი დრო დაეთმო. არის აგრეთვე პოეტი. მას გამოუქვეყნებია თავისი ნაშრომები ლიტერატურულ ჟურნალებში როგორებიცაა "The Columbia Poetry Review", "The California Quarterly" და სხვა. მიშა არის პროდიუსერი ფილმისა Loot (ნადავლი) რომელმაც ლოს-ანჯელესში 2008 წელს გაიმარჯვა ნომინაციაში საუკეთესო დოკუმენტური ფილმი.

2002 წელს, კოლინზი დაქორწინდა ვიქტორია ვანტოჩზე და მისგან ვაჟი ვესტ ანექსიმენდერ კოლინზი (დ. 23 სექტემბერი, 2010) და გოგონა მეისონ მერი კოლინზი (დ. 25 სექტემბერი, 2012) ჰყავს.[1][2][3][4]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Vantoch, Victoria. Misha Collins IMDB bio page.
  2. Raftery, Liz. (September 28, 2012) Supernatural's Misha Collins, Wife Have a Baby. TV GUIDE. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 29, 2012. ციტირების თარიღი: October 5, 2012.
  3. We got this on tuesday. No... (September 28, 2012). ციტირების თარიღი: October 5, 2012.
  4. Misha Collins Reveals His Daughter's Name. Celebritybabyscoop.com (2012-10-21). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-30.