მიურიელ ჰამფრი-ბრაუნი

მიურიელ ჰამფრი-ბრაუნი (ინგლ. Muriel Humphrey Brown, დ. 20 თებერვალი, 1912, ჰიურონი, სამხრეთი დაკოტა, აშშ — გ. 20 სექტემბერი, 1998, მინეაპოლისი, მინესოტა, აშშ) — ამერიკელი პოლიტიკოსი, აშშ-ის მეორე ლედი და სენატორი მინესოტის შტატიდან. იგი არის აშშ-ის 38-ე ვიცე-პრეზიდენტის ჰიუბერტ ჰამფრის მეუღლე. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დაიკავა მისი ადგილი სენატში და გახდა მეორე ქალი მინესოტის შტატიდან, რომელსაც ეკავა სენატორის თანამდებობა.

მიურიელ ჰამფრი-ბრაუნი
Muriel Humphrey Brown
მიურიელ ჰამფრი-ბრაუნი Muriel Humphrey Brown
აშშ-ის სენატორი მინესოტის შტატიდან
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 იანვარი, 1978 – 7 ნოემბერი, 1978
წინამორბედიჰიუბერტ ჰამფრი
მემკვიდრედევიდ დურენბერგერი

აშშ-ის მეორე ლედი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 იანვარი, 1965 – 20 იანვარი, 1969
წინამორბედილედი ბირდ ჯონსონი
მემკვიდრეჯუდი აგნიუ

დაბადებული20 თებერვალი, 1912
ჰიურონი, სამხრეთი დაკოტა, აშშ
გარდაცვლილი20 სექტემბერი, 1998
მინეაპოლისი, მინესოტა, აშშ
პოლიტიკური პარტიადემოკრატიული პარტია
მეუღლეჰიუბერტ ჰამფრი
შვილები1

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული წლები

რედაქტირება

მიურიელ ფეი ბაკი დაიბადა 1912 წლის 20 თებერვალს ქალაქ ჰიურონში, სამხრეთი დაკოტა, ენდრიუ და ჯესი მეი ბაკების პრესვიტერიანიულ ოჯახში. მამამისი დაკავებული იყო პროდუქტების ყიდვა-გაყიდვით, ძირითადად ხილს, კვერცხსა და შინაურ ფრინველებს ყიდდა. მიურიელმა დაამთავრა სახელმწიფო სკოლა, ხოლო შემდეგ ჰიურონის კოლეჯი[1]. კოლეჯის დასრულების შემდეგ მუშაობდა ბუღალტრად. ამ წლებში მან გაიცნო ჰიუბერტ ჰამფრი, აფთიაქის ასისტენტი. იდინი დაოჯახდნენ 1936 წლის 3 სექტემბერს. მათ შეეძინათ ოთხი შვილი: ჰიუბერტ მესამე, ნენსი, ბობი და დუგლასი[2].

მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიუბერტ ჰამფრი მინესოტის უნივერსიტეტში ასწავლიდა პოლიტიკურ მეცნიერებებს. 1945 წელს მოიგო ქალაქ მინეაპოლისის მერის არჩევნები და 1949 წლამდე ეკავა აღნიშნული თანამდებობა. შემდეგში სამი ვადით აირჩიეს აშშ-ის სენატში მინესოტის შტატიდან. მიურიელ ჰამფრის დიდი მონაწილეობა არ მიუღია ქმრის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ცდილობდა შეენარჩუნებინა დისტანცია ბავშვებსა და პოლიტიკურ აქტივობას შორის, თუმცა 1954 წლის სენატის არჩევნებში, მან აქტიური მონაწილეობა მიიღო. 1964 წელს ჰიუბერტ ჰამმფრი პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად შეარჩია. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კი დაიკავა აღნიშნული თანამდებობა 1965-1969 წლებში. წინასაარჩევნო კამპანიის დროს „Wall Street Journal“-მა მიურიელს უწოდა „ქმრის ძირითადი მხარდამჭერი“. წარუმატებელი საპრეზიდენტო კამპანიი შემდეგ ჰამფრი სენატში კიდევ ორი ვადით აირჩიეს. 1977 წელს ჰიუბერტს აღმოაჩნდა ბოლო სტატიის სიმსივნე და გარდაიცვალა 1978 წლის იანვარში[2].

აშშ-ის სენატორი

რედაქტირება

1978 წლის 25 იანვარს მიურიელ ჰამფრი დანიშნეს აშშ-ის სენატორად გარდაცვლილი მეუღლის ადგილზე. იგი იყო მე-12 ქალი სენატში და მე-5 ქალი, რომელმაც დაიკავა გარდაცვლილი მეუღლის ადგილი სენატში, თუმცა დანიშვნის მომენტში 100 სენატორს შორის იყო ერთადერთი ქალი[3]. იგი მინესოტის შტატს სენატში წარმოადგენდა 1978 წლის 7 ნოემბრამდე, მომავალ არჩევნებამდე. ამ ათთვიანიი მოღვაწეობის დროს მონაწილეობდა საერთაშორისო ურთიერთობებისა და სახელმწიფო საქმეების კომიტეტში[2][1].

სენატორის რანგში თავის პირველ გამოსვლაში მოუწოდა კოლეგებს პანამისათვის გადაეცათ პანამის არხი და უზრუნველეყოთ არხის ნეიტრალიტეტი, ეს იყო მისი ქმრის პროექტი. საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტში გადამწყვეტი აღმოჩნდა მისი ხმა პრეზიდენტ ჯიმი კარტერის წინადადებაზე, რათა გაეყიდა სამხედრო თვითმფრინავები ეგვიპტეში, ისრაელსა და საუდის არაბეთში. სახელმწიფო საქმეების კომიტეტში ასევე ლობირებდა სახელმწიფო სამსახურის რეფორმას[2][1].

სახლში დაბრუნება

რედაქტირება

1978 წლის 8 აპრილს სენტ-პოლის საზეიმო ვახშამზე მიურიელ ჰამფრი-ბრაუნმა განაცხადა, რომ არ მიიღებდა მონაწილეობას სენატორის არჩევნებში. ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ეს მისთვის მძმე გადაწყვეტილება იყო და სამი ათწლეულის საზოოგადოებრივი მოღვაწეობის შემდეგ უნდოდა დაბრუნებოდა მშობლიურ სახლს მინესოტაში, რათ გაეგრძელებინა ცხოვრება როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს. 1979 წელს მიურიელი გათხოვდა მეორედ, მისი მეუღლე გახდა ნებრასკელი ბიზნესმენი მაქს ბრაუნი[4]. წყვილი ცხოვრობდა პლიმუტში, მინესოტა. მაქს ბრაუნი გარდაიცვალა 2004 წელს 93 წლის ასაკში[5]. მიურიელი აქტიურად მონაწილეობდა გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვების დასახმარებელ სამუშაოებში (მისი უფროსი შვილიშვილი დაუნის სინდრომით დაიბადა).

მიურიელ ჰამფრი-ბრაუნი გარდაიცვალა 1998 წლის 20 სექტემბერს, 86 წლის ასაკში. დაკრძალულია მინეაპოლისში, ლეიკვუდის სასაფლაოზე[1].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Muriel Humphrey Brown. Biographical Directory of the United States Congress. ციტირების თარიღი: 2016-10-21.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Muriel Humphrey Buck. History, Art and Archives. United States House of Representatives. ციტირების თარიღი: 2016-10-21.
  3. Muriel Humphrey Brown; Widow of Senator. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 2016-10-21.
  4. Muriel Humphrey Brown, dies at 86. The New York Times. ციტირების თარიღი: 2016-10-21.
  5. 'Max Brown-obituary,' The North Platte Telegraph, December 16, 2004