მის ბოლივია Miss Bolivia — ყოველწლიური სილამაზის კონკურსი, რომელიც ბოლივიაში 1959 წლიდან ტარდება. კონკურსის მიზანია გამოავლინოს მის სამყაროსა და მის მსოფლიოს კონკურსზე წარსადგენი კანდიდატები.

კატერინ დავიდე ესპედესი - ბოლივიელი კონკურსანტი მის სამყარო 2008-ზე
ანა მარია ორტისი - ბოლივიელი კონკურსანტი მის მსოფლიო 2006-ზე

ამჟამად, მის ბოლივიის ტიტულს ატარებს ოლივია პინეირო ქალაქ სანტა-კრუს-დე-ლა-სიერიდან. მან ეს სტატუსი მიიღო 2010 წლის 26 აგვისტოს.[1]

აღსანიშნავია, რომ მის სამყაროსა და მის მსოფლიოს კონკურსებზე ბოლივიელ მონაწილეს დღემდე არასოდეს გაუმარჯვია.

მის ბოლივიაზე კანდიდატები მონაწილეობას იღებენ ბოლივიის ადმინისტრაციული ერთეულების, დეპარტამენტების დონეზე, ანალოგიურ კონკურსებში გამარჯვების შემდეგ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება