მისნის ღამე (ინგლ. Oracle Night) — ამერიკელი მწერლის, პოლ ოსტერის, 2003 წლის რომანი.

„მისნის ღამე“
ავტორი პოლ ოსტერი
ენა ინგლისური ენა
გამომცემელი Henry Holt and Company
გამოცემის თარიღი 2003
წინამორბედი ილუზიების წიგნი
მომდევნო The Brooklyn Follies

ნაწარმოები მოგვითხრობს მწერალი სიდნი ორის (პოლონური გვარის, ორლოვსკის, შემოკლებული ვერსია) შესახებ, იგი სასიკვდილო დაავადებას სასწაულებრივად გადაურჩება, რის შემდეგაც ყიდულობს ახალ წიგნაკს და იწყებს რომანის წერას ადამიანზე, რომელიც, მას შემდეგ, რაც თავისი ყოფის შემთხვევითობას აცნობიერებს, სრულიად ცვლის თავის ცხოვრებას.

წიგნის სიუჟეტი აგებულია პროტაგონისტის მცდელობაზე, დაუბრუნდეს ცხოვრებას და ხელახლა დაიწყოს წერა, თუმცა მის ცხოვრებაში მრავალი რამ ხდება და მკითხველი არა მხოლოდ მის, არამედ მისი რომანის პერსონაჟის ცხოვრებასაც ეცნობა. ამ პერიოდში სიდნის თავს მართლაც ხდება ისეთი მოვლენები, რომლებიც ცვლის მის ცხოვრებას და მას, ისევე როგორც მის გამოგონილ პერსონაჟს, უწევს ისეთ საკითხებთან გამკლავება, რომელთაც მრავალი წლის მანძილზე თავს არიდებდა.

ბიოგრაფიული დეტალები

რედაქტირება

რომანის პროტაგონისტი მრავალი დეტალით გავს პოლ ოსტერს. იგი მის მსგავსად ბრუკლინში ცხოვრობს, შუა ხნის ასაკისაა, დაოაჯახებულია და პროფესიით მწერალია. ასევე არსებობს მსგავსებები ოსტერსა და რომანის მეორეხარისხოვან პერსონაჟს — ჯონ ტრაუსს — შორის, რომელიც გარკვეული დროის მანძილზე პარიზში ცხოვრობდა. აღსანიშნავია, რომ ტრაუსი ოსტერის ანაგრამაა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება