მირნადი ზეინალოვი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მირნადირ მირალი ოღლი ზეინალოვი (აზერ. Mirnadir Mirəli oğlu Zeynalov, დ. 12 ნოემბერი, 1942, ბაქო - გ. 10 მარტი, 2021, ბაქო) — აზერბაიჯანელი მხატვარი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახალხო მხატვარი (2006).

მირნადი ზეინალოვი
დაიბადა 12 ნოემბერი, 1942(1942-11-12)
დაბადების ადგილი ბაქო
გარდაიცვალა 10 მარტი, 2021(2021-03-10) (78 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბაქო

ბიოგრაფია

რედაქტირება

მირნადირ ზეინალოვი დაიბადა 1942 წლის 12 ნოემბერს ბაქოს სოფელ ბუზოვნაში. 1963 წელს დაამთავრა აზიმ აზიმზადეს სახელობის სამხატვრო სკოლა, შემდეგ კი 1973 წელს დაამთავრა მოსკოვის ბეჭდვის ინსტიტუტის გრაფიკული განყოფილება. იყო აზერბაიჯანის მხატვართა კავშირისა და მსოფლიო სამხატვრო აკადემიის სრულუფლებიანი წევრი. [1] მხატვრის პროფესიული კარიერა 1970-იან წლებში დაიწყო. მასზე გავლენა მოახდინეს აფშერონის სამხატვრო სკოლის გამოჩენილმა წარმომადგენლებმა. მხატვრის ნამუშევრებში ასახულია აფშერონის მკაცრი ბუნება და პეიზაჟები, სადაც ის დაიბადა და გაიზარდა.[2] ამათგან გამოირჩევა ნაწარმოებები „მარტოხელა ხე“ (1974) და „ძველი სოფელი“ (1989 წ.). კარიერის პირველ წლებში მხატვარმა დაიწყო რეალიზმის სტილში ნახატების, მოგვიანებით კი აბსტრაქტული ნახატების შექმნა. რამდენჯერმე მოეწყო მირნადირ ზეინალოვის პერსონალური გამოფენები. მხატვრის ნამუშევრები გამოიფინა მოსკოვში, კიევში, ჰიუსტონში, ლოს-ანჯელესსა და სხვა ქალაქებში. მისი გამორჩეული ნამუშევრები ინახება აზერბაიჯანის ეროვნული ხელოვნების მუზეუმისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო სამხატვრო გალერეის ფონდებში. მხატვარი 2021 წლის 10 მარტს 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

  1. Mir Nadir Zeynalov. YAY Gallery. ციტირების თარიღი: 25 yanvar 2018.
  2. Rəssam ömrünün rəng çalarları. anl.az. ციტირების თარიღი: 25 yanvar 2018.