მირის კარიერი
მირის კარიერი — ალმასების საბადო იაკუტიაში. აღმოაჩინეს 1955 წელს. ეს არის ალმასების მეორე დიდი საბადო იაკუტიაში. პირველი აღმოაჩინეს 1954 წელს. მირის კარიერის სიღრმეა 525 მეტრი, ხოლო დიამეტრი 1,2 კმ. ამ მონაცემებით იგი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კარიერია. ალმასების მოპოვება ღია კარიერში შეწყდა 2001 წელს. ამჟამად მოპოვება მიმდინარეობს მიწისქვეშა კარიერში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Mirny Diamond Mine at Atlas Obscura
- United States Mine Rescue Association დაარქივებული 2006-08-06 საიტზე Wayback Machine.
- Aerial view of the Mirny Diamond Mine from Airliners.net
- A Guided Excursion around the Mirny Sights დაარქივებული 2012-03-08 საიტზე Wayback Machine.
- Pictures of Mirny Diamond Mine
- Biggest Diamond Mines