მირზა ფათალი ახუნდოვის მუზეუმი (შაქი)

მირზა ფათალი ახუნდოვის სახლ-მუზეუმი (აზერ. Mirzə Fətəli Axundovun ev muzeyi) — აზერბაიჯანელი მწერლის, განმანათლებლის, პოეტის, ფილოსოფოსისა და საზოგადო მოღვაწის მირზა ფათალი ახუნდოვის სახლ-მუზეუმი, რომელიც მდებარეობს შაქში. ამ სახლში დაიბადა ახუნდოვი და აქ გაატარა ბავშვობა და ყრმობა. ეს მუზეუმი ასევე პირველი მემორიალური მუზეუმია, რომელიც აზერბაიჯანში გაიხსნა.[1]

მირზა ფათალი ახუნდოვის მუზეუმი (შაქი)
41°12′11″ ჩ. გ. 47°11′49″ ა. გ. / 41.20306° ჩ. გ. 47.19694° ა. გ. / 41.20306; 47.19694
დაარსდა 1940 წ.
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
მდებარეობა შაქი
Map

სახლი აშენდა 1800 წელს. 1811 წელს ის იყიდა მირზა ფათალი ახუნდოვის მამამ, მირზა მუჰამედ თაღიმ. აქ დაიბადა 1812 წელს მირზა ფათალი ახუნდოვი. 2 წლის შემდეგ ახუნდოვის მამა ოჯახთან ერთად თავრიზის მახლობლად მდებარე ხამნეში გადავიდა საცხოვრებლად. მირზა ფათალის მშობლები განქორწინდნენ, როდესაც ის 13 წლის იყო. მოგვიანებით, 1825 წელს, ახუნდოვი ოჯახთან ერთად შაქში დაბრუნდა. ამ პერიოდიდან დედის ბიძამ ახუნდ ჰაჯი ალასგარმა დაიწყო მისი განათლება. 1833 წელს შევიდა შაქში გახსნილ რუსულ სკოლაში, სადაც ერთი წლის სწავლის შემდეგ 1834 წელს წავიდა თბილისში.

1940 წელს ამ სახლში მუზეუმი დაარსდა. 2012 წელს, ახუნდოვის 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მუზეუმი საფუძვლიანად განახლდა.

მირზა ფათალი ახუნდოვის სახლ-მუზეუმი შაქში, პირველი მემორიალური მუზეუმია, რომელიც გაიხსნა აზერბაიჯანში. მუზეუმი შედგებოდა ორი პატარა, ერთმანეთთან დაკავშირებული ოთახისგან. სახლთან არის კიდევ ერთი კორპუსი. იგი მოგვიანებით აშენდა და აქ შეიქმნა დიდი მწერლის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული ექსპოზიცია. სახლ-მუზეუმი შედგება ორი შენობისგან. პირველში საექსპოზიციო დარბაზია, რომელიც ეძღვნება მის ცხოვრებას და შემოქმედებას, მეორე — სახლია, სადაც დაიბადა ახუნდოვი.

სახლი აშენდა დაახლოებით 1800 წელს შაქის არქიტექტურული ტრადიციით, ტალახის აგურისგან, შედგება ორი ოთახისაგან, აივნისა და სარდაფისგან. სართულებს შორის არის ხის კონსტრუქცია. ბუხარი ასევე აჩვენებს, რომ შენობა აშენდა აღმოსავლურ სტილში. ოთახებში გამოფენილია უძველესი ნივთები. ერთ დროს ეზოში ქვის და აგურის კედლები იყო, აღმოსავლური სტილის აგურის თაღოვანი ჭიშკარი, მეორე ორსართულიანი სახლი ტალახის აგურით ნაგები სარდაფით, რომელიც მირზა ფათალი ახუნდოვის ბიძაშვილებს ეკუთვნოდათ.[2]

„ექსპოზიციის“ დარბაზი აშენდა 1975 წელს. მირზა ფათალი ახუნდოვის სახლ-მუზეუმი 2011-2012 წლებში გარემონტდა. მუზეუმში გამოფენილია 248 ექსპონატი.[3] მათ შორისაა მწერლის და მისი ოჯახის წევრების ფოტოები, პირადი ნივთები, წიგნები. ეზოში დგას ახუნდოვის ბიუსტი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Böyük dramaturqun ziyarətçisiz ev muzeyi - FOTO. news.milli.az (20 may 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 noyabr 2013. ციტირების თარიღი: 5 mart 2020.
  2. M.F.Axundovun ev muzeyi. sheki.heritage.org.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 aprel 2019. ციტირების თარიღი: 5 mart 2020.
  3. Şəkidə M.F.Axundzadənin ev-muzeyi. anl.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 mart 2020. ციტირების თარიღი: 5 mart 2020.