მირზა მამედზადე
მირზა მამედზადე (აზერ. Mirzə Cabbar Mirzə Abbas oğlu Məmmədzadə; 20 იანვარი, 1882, ერeვანი- 3 იანვარი, 1938, ბაქო) – აზერბაიჯანელი პროფესორი, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ( 1937 ).
მირზა მამედზადე | |
ამჟამინდელი თანამდებობა | |
---|---|
დაიკავა | |
დაბადებული | 20 იანვარი 1882 |
გარდაცვლილი | 3 იანვარი 1938 |
სიცოცხლე
რედაქტირებამირზა ჯაბარ მამადზადე დაიბადა 1882 წლის 20 იანვარს ქალაქ ერევანში, მასწავლებლის მირზა აბასის ოჯახში. განათლება ჯერ სახლში მიიღო, შემდეგ კი ერევნის სამასწავლებლო სემინარიაში სწავლობდა.[1] სემინარიაში მას ასწავლიდა ახუნდ მამედბაგირი გაზიზადე, რომელმაც თავისი როლი ითამაშა 1898 წელს ერევანში პირველი რუსულ-თათრული სკოლის გახსნაში.[2] 1902 წელს სწავლის დამთავრების შემდეგ მირზა ჯაბარმა ჩააბარა ერევნის მასწავლებელთა სემინარიაში და მიიღო მასწავლებლის სერთიფიკატი. 1902 წლის სექტემბრიდან მუშაობდა მასწავლებლად სოფელ ნეხრამის სკოლაში. 1903 წლიდან მასწავლებლობა დაიწყო გამარლის სკოლაში, 1904 წლიდან კი იმანშალის სკოლაში. 1905 წლიდან 1906 წლის 1 სექტემბრამდე იყო გამარლის სკოლის ზედამხედველი.[3] 1918 წელს დაშნაკების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მირზა ჯაბარ მამადზადე ერევნის გიმნაზიისა და პედაგოგიური სემინარიის დახურვის გამო ოჯახთან ერთად ნახიჩევანში გადავიდა საცხოვრებლად. აქ ის ასწავლის რუსულს, თურქულს და აზერბაიჯანულს დაწყებით და საშუალო სკოლებში. გარდა ამისა, მონაწილეობს ნახიჩევანის დაცვაში დაშნაკებისგან.
1920 წელს, ბოლშევიკების მიერ სომხეთის ოკუპაციის შემდეგ, მირზა ჯაბარი დაბრუნდა ერევანში. იმავე წლის ბოლოს ის ოჯახთან ერთად ერევნიდან ბაქოში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც განაგრძო მასწავლებლობა აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აზერბაიჯანის პედაგოგიურ და კოოპერატიულ ინსტიტუტებში. პოეზიის წერის გარდა, ის დაკავებული იყო ლინგვისტიკით. 1937 წლის ოქტომბერში ის და მისი ოჯახის წევრები დააპატიმრეს. დაადანაშაულეს და დახვრიტეს 1938 წლის 3 იანვარს საგამოძიებო საქმეზე No12493. მისი ცოლი და ქალიშვილი გადაასახლეს. იგი რეაბილიტირებულ იქნა 1957 წელს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Tarverdiyeva (1992). Məslək dostları. Bakı: Azərnəşr, გვ. 3.
- ↑ Cəlal Allahverdiyev. (09.04.2022) İctimai-pedaqoji fikir tarixinin görkəmli nümayəndəsi az. 525-ci qəzet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 03.11.2022. ციტირების თარიღი: 03.11.2022.
- ↑ Ziyəddin Məhərrəmov (2010). İrəvanda məktəbdarlıq və maarifçilik (1800-1920-ci illərdə ədəbi-mədəni mühit). Bakı: Nurlan nəşriyyatı, გვ. 87.