მირზა ალექპერ საბირის სახელობის ქალაქის ცენტრალური ბიბლიოთეკა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ქალაქის ცენტრალური ბიბლიოთეკა (აზერ. Mirzə Ələkbər Sabir adına Mərkəzi Şəhər Kitabxanası) — ბიბლიოთეკა, რომელიც შეიქმნა აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში 1919 წელს.[1]

მირზა ალექპერ საბირის სახელობის ქალაქის ცენტრალური ბიბლიოთეკა
აზერ. Mirzə Ələkbər Sabir adına Mərkəzi Şəhər Kitabxanası
ქვეყანა დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
დაარსდა 1919
მდებარეობა ბაქო
კოორდინატები 59°56′01″ ჩ. გ. 030°20′08″ ა. გ. / 59.93361° ჩ. გ. 30.33556° ა. გ. / 59.93361; 30.33556

ქალაქის ცენტრალური ბიბლიოთეკის გახსნაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ისეთმა საზოგადო მოღვაწეებმა, როგორებიც იყვნენ ნარიმან ნარიმანოვი, დადაშ ბუნიათზადე, აბდულრაგიმ ხაგვერდიევი, იუსიფ ჩემენზემენლი, მამედ ორდუბადი. 1920 წელს ბიბლიოთეკა განლაგებული იყო შენობა № 13 მეორე სართულზე, რომელიც განლაგებული იყო აზიზბეკოვის ქუჩაზე (დღევანდელი ისლამ საფარლის ქუჩა). გახსნისას წიგნების ფონდი შედგებოდა თურქული, არაბული და სპარსული ლიტერატურის ნიმუშებისგან, ასევე მცირე რაოდენობის აზერბაიჯანული ლიტერატურისგან. 1941 წელს საბირის სახელობის ბიბლიოთეკაში აზერბაიჯანის ბიბლიოთეკებს შორის შეიქმნა პირველი ბიბლიოგრაფიული განყოფილება.[2]

  1. Архитектурная энциклопедия Баку 1998.
  2. Единый централизованный библиотечный портал. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-08. ციტირების თარიღი: 2019-01-26.