მინის წკირი
მინის წკირი — ლაბორატორიული ჭურჭელი, რომელიც გამოიყენება ხსნარების შერევის დასაჩქარებლად. ისინი, როგორც წესი, მზადდება მყარი მინისგან (დაახ. ზომები: 0.5X22 სმ), მომრგვალებული ბოლოებით.
ქიმიურ ლაბორატორიაში წკირები ერთ-ერთი ყველაზე მარტვი ჭურჭლის სახეა. იგი შეიძლება იყოს მინის ან პოლიმერის. იშვიათად გამოიყენება უჟანგავი ფოლადის წკირებიც. წკირები წარმოადგენენ ცილინდრულ ან გაბრტყელებული თავის მქონე მასიური ღეროს. წკირები ძირითადად გამოიყენება ხსნარების ან სუსპენზიების დასამზადებლად. თხევადი-თხევადი ან მყარი-თხევადი სისტემების შერევის დასაჩქარებლად. წკირით ასევე შეიძლება საცავიდან (ბოთლიდან) მყარი ფხვიერი მასის მცირე ულუფის ამოღება. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია გამოყენებული იქნას ისეთი წკირები, რომელთაც ერთი (ან ორივე) ბოლო გაბრყტელებული აქვს. წკირებს იყენებენ ასევე სარეაქციო სისტემიდან სინჯის ამოღებისას (ფილტრის ქაღალდზე ლაქის დატანა). ექსპერიმენტში წკირების გამოყენებისას მისი მაგიდაზე დადება არ შეიძლება. უნდა ვიქონიოთ ფაიფურის ჭიქა (ფაიფურის ჭიქა მძიმეა მინისაზე და გრძელი წკირის ჩადებისას ჭიქა ადვილად არ წაიქცევა), რომელშიც მოვათავსებთ წკირს
ლიტერატურა
რედაქტირება- ელიზბარაშვილი ე., „ქიმიური ექსპერიმენტის ტექნიკა“, თბ., 2012, გვ. 11