მინიატურული ამერიკული ნაგაზი

მინიატურული ამერიკული ნაგაზი — ძაღლის ჯიში, რომლის სამშობლოა აშშ. ჯიშის გაჩენის დროა 1968 წელი. სიცოცხლის ხანგრძლივობა — 12-13 წელი. წონა — 7-13 კგ. სიმაღლე — 33-46 სმ. ამ ჯიშის გამრავლების პროგრამა 1968 წელს დაიწყო ორი პატარა ავსტრალიური ნაგაზით. ეს პროგრამა მიმართული იყო ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის კომპანიონი ძაღლების მისაღებად.

მინიატურული ამერიკული ნაგაზი
წარმოშობის ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
თვისებები
სიმაღლე მამრი 36–46 სმ.
მდედრი 33–43 სმ.
ძაღლი (Canis lupus familiaris)

1980 წლისთვის დაფიქსირდა გარეგნობის სტანდარტი, ხოლო 1993 წელს ჯიშის სახელწოდებაც. ჯიშის შემცირებისას შეეცადნენ შეენარჩუნებინათ ამ ჯიშის ფუძემდებლის, ავსტრალიური ნაგაზის მომხიბვლელი თვისებები — სიმშვიდე და გულისხმიერება. მინიატურული ამერიკული ნაგაზი შესანიშნავი კომპანიონია და არასოდეს დაიზარებს ცხვრის მცირე ფარასთან მუშაობასაც.

ადვილად იწვრთნება. აქვს ოდნავ დატალღული, ზომიერი სიგრძის ბალანი, რომლის შეფერილობა მრავალფეროვანია. წინა და უკანა ფეხები ერთნაირი სიგრძისაა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • „ძაღლების ენციკლოპედია“ (2009), გვ. 363.