მინგეჩაურის პოლიტექნიკური ინსტიტუტი
მინგეჩაურის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (აზერ. Mingəçevir Politexnik İnstitutu MPI) — საჯარო ინსტიტუტი მინგეჩაურში, აზერბაიჯანი. ეს არის უმაღლესი სასწავლებელი,რომელიც ოფიციალურად აკრედიტებული და / ან აღიარებულია აზერბაიჯანის განათლების სამინისტროს მიერ. სასწავლებელი გასცემს ბაკალავრის დიპლომს რამდენიმე სფეროში.
მინგეჩაურის პოლიტექნიკური ინსტიტუტი | |
---|---|
Mingəçevir Politexnik İnstitutu | |
დაფუძნდა | 1991 |
ტიპი | საჯარო |
მისამართი | დ. ალიევას ქუჩა N21 |
ქალაქი | ბაქო |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
http://www.mpi.edu.az/ |
უნივერსიტეტს აქვს ორი განყოფილება, სადაც დაახლოებით 1200 სტუდენტი სწავლობს. მომუშავე პერსონალის რიცხვი დაახლოებით 150 კაცს შეადგენს.
უნივერსიტეტი დაარსდა 1990 წელს, როგორც აზერბაიჯანის ნავთობისა და მრეწველობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალი, მას ერქვა აზერბაიჯანის ინდუსტრიული უნივერსიტეტი 1992 წლამდე. დამოუკიდებელ უნივერსიტეტად ის მინგეჩაურის ენერგიის ინსტიტუტის სახელით ჩამოყალიბდა. 1993 წელს მას ეწოდა მინგეჩაურის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი.[1]
ისტორია
რედაქტირებამინგეჩაურის პოლიტექნიკური ინსტიტუტი იყო მ. აზიზბაიოვის სახელობის ინდუსტრიული უნივერსიტეტის ფილიალი, რომელიც დაფუძნდა და დაიწყო ფუნქციონირება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1991 წლის 23 აპრილის N274 ბრძანების შესაბამისად. მოგვიანებით, 1992 წლის 1 ივლისს, მინისტრთა კაბინეტის N371 გადაწყვეტილებით, ფილიალი გახდა მინგეჩაურის ენერგეტიკის ინსტიტუტი. 1993 წლის 4 აგვისტოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის N 427 დადგენილების შესაბამისად მისი სახელი ოფიციალურად შეიცვალა და მინგეჩაურის პოლიტექნიკური ინსტიტუტი გახდა. 2015 წლის 24 ივლისის აზერბაიჯანის პრეზიდენტის N1335 დადგენილების თანახმად, მინგეჩაურის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნა მინგეჩაურის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს უნივერსიტეტი პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბაზაზე პერსონალის გადამზადების მიზნითაა დაფუძნებული. [2][3]
ინსტიტუტი მდებარეობს სამსართულიან შენობაში, მინგეჩაურის ცენტრში. ის გარემონტებულია ევროპული სტანდარტების მიხედვით და აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს. ინსტიტუტს ჰქონდა 24 აუდიტორია, სხვადასხვა საგნების ლაბორატორიები, ოფისები, სპორტული კომპლექსები და 280 ადგილიანი სააქტო დარბაზი.
ამავდროულად, სასწავლო პროცესისთვის შეიქმნა ორი ოთახი - აუდიტორიები 20-30 ადამიანისთვის, „აზერბაიჯანის თბოელექტროსადგურებში“, რაც თანამედროვედაა აღჭურვილი და საგნების უფრო სრულყოფილად დაუფლების საშუალებას იძლევა.
ფაკულტეტები
რედაქტირება- ინჟინერია და მექანიკა
- ეკონომიკა და მენეჯმენტი
წამყვანი დარგენი
რედაქტირება- სახმელეთო ტრანსპორტირების ინჟინერია
- ინდუსტრიის ორგანიზება და მართვა
- მექანიკური ინჟინერია
- კომპიუტერული მეცნიერება
- სითბოსა და ენერგიის ინჟინერია
- ეკონომიკა
- სისტემების ინჟინერია და ინფორმაციული ტექნოლოგია
- ელექტროენერგეტიკული ინჟინერია
- ეკოლოგიური ინჟინერია
ამ სპეციალობებისთვის გათვალისწინებულია ბაკალავრებისთვის ტრენინგ-კურსებიც. სპეციალისტები ტრენინგებს ატარებენ სრულ და ნახევარ განაკვეთზე, ორ ენაზე, აზერბაიჯანულად და რუსულად.
კამპუსი
რედაქტირებამინგეჩაურის პოლიტექნიკური ინსტიტუტის კამპუსი მდებარეობს აზერბაიჯანში, მინგეჩაურში. ის ცენტრალურ ბიბლიოთეკას, უნივერსიტეტის ლაბორატორიებს და კომპიუტერულ ცენტრს მოიცავს. კომპიუტერული ცენტრის რეაბილიტაცია 1997 წლიდან 1998 წლამდე მიმდინარეობდა. ცენტრი შედგება 3 გამოთვლითი ტექნიკის ლაბორატორიისა და სალექციო დარბაზისაგან. ინსტიტუტის ბიბლიოთეკა და სამკითხველო დარბაზი სტუდენტებს წიგნებზე წვდომას უადვილებს. უნივერსიტეტს აქვს თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსი და სამედიცინო კომპლექსი, რომლის ფართობი 1 200 კვადრატულ მეტრს აღწევს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ "State universities. Mingachevir Polytechnic Institute".
- ↑ "Mingəçevir Dövlət Universitetinin yaradılması barədə Azərbaycan Respublikası Prezidentinin Sərəncamı".
- ↑ "About ASOIU. During the period of Independence".. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-28. ციტირების თარიღი: 2020-10-02.