ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მილორად დოდიკი (დ. 12 მარტი, 1959) — ბოსნიელი სერბი პოლიტიკოსი. დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატების კავშირის პრეზიდენტი 1996 წლიდან. ბოსნია და ჰერცეგოვინის პრეზიდიუმის სერბი წევრი 2018-2022 წლებში. სხვადასხვა დროს სერბთა რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი (1998-2001; 2006-2010) და პრეზიდენტი (2010-2018; 2022-დღემდე). ბოსნია და ჰერცეგოვინის პრეზიდიუმის თავმჯდომარე 2018-2019 და 2020-2021 წლებში.

მილორად დოდიკი
სერბ. Милорад Додик
დაბადების თარიღი 12 მარტი, 1959(1959-03-12)[1] (65 წლის)
დაბადების ადგილი Laktaši, Socialist Republic of Bosnia and Herzegovina, იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა
მოქალაქეობა  ბოსნია და ჰერცეგოვინა
განათლება Faculty of Political Sciences, University of Belgrade და ბელგრადის უნივერსიტეტი
ჯილდოები მეგობრობის ორდენი[2] , წმინდა საბას ორდენი[3] , Order of Nemanjići, Q19910708?, Order of the Republic of Serbia, Order of the Republika Srpska და ალექსანდრე ნეველის ორდენი

გარდა იმისა რომ დოდიკი სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტას „ფაბრიკაციულ მითს“ უწოდებს,[4] იგი უარყოფს ბოსნიელთა გენოციდს და მისი ქების ობიექტებად იქცნენ ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან ომის დამნაშავეები რატკო მლადიჩი და რადოვან კარაჯიჩი.[5][6]

ადრეული ცხოვრება და განათლება

რედაქტირება

დოდიკი ბანია-ლუკაში, ბოგოლიუბ და მირა დოდიკების ოჯახში დაიბადა. ცხოვრობდა ლაკტაში, სადაც დადიოდა სკოლაში და თამაშობდა კალათბურთს ქალაქის ადგილობრივ გუნდში, რომელიც იუგოსლვიის სამოყვარული ლიგაში გამოდიოდა.[7] 1978 წელს დაამთავრა ბანია-ლუკას აგროკულტურის უმაღლესი სკოლა, საიდანაც სწავლა ბელგრადის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტეზე განაგრძო, რომელიც 1983 წელს დაამთავრა.[8]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Munzinger Personen
  2. https://www.rtrs.tv/vijesti/vijest.php?id=53357
  3. http://www.spc.rs/sr/osvestan_hram_hrista_spasitelja_u_banjaluci
  4. Bosnian Serb leader Milorad Dodik calls Srebrenica massacre of 8,000 people 'a myth' en (2019-04-13). ციტირების თარიღი: 2024-03-20
  5. U.S. Amb. Condemns Bosnian Serb Leader's Genocide Denial en (2023-02-24). ციტირების თარიღი: 2024-03-20
  6. Sarajevo, Hina, N1. (2024-01-08) Dodik glorifies convicted war criminals, accuses USA of waging hybrid war against Republika Srpska. ციტირების თარიღი: 2024-03-20
  7. Surk, Barbara (17 February 2018). „Milorad Dodik Wants to Carve Up Bosnia. Peacefully, if Possible“. The New York Times. p. A8. ციტირების თარიღი: 11 April 2018.
  8. Milorad Dodik bs. CIN. ციტირების თარიღი: 26 November 2012
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მილორად_დოდიკი“-დან