ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მილიცა ელიზაბეტ კორიუსი (ინგლ..Miliza Elizabeth Korjus;; 18 აგვისტო, 1909, ვარშავა, რუსეთის იმპერია - 26 აგვისტო, 1980 კალიფორნია, აშშ)—ოპერის მომღერალი (კოლორატურული სოპრანო)  ლიტვურ-ესტონური წარმოშობის მსახიობი, კარლა დონერის როლის შემსრულებელი მუსიკალურ ფილმში "დიდი ვალსი"(1938). ამ ნამუშევრისთვის იგი ნომინირებული იყო ოსკარზე.[1]

მილიცა კორიუსი
დაბადების თარიღი 18 აგვისტო, 1909
ვარშავა, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 26 აგვისტო, 1980, (71 წლის)
კალიფორნია, აშშ
დაკრძალულია ვესტვუდის სასაფლაო აშშ
პროფესია მსახიობი, მომღერალი (სოპრანო)

ბიოგრაფია

რედაქტირება

მილიცა ვარშავაში დაიბადა. მისი მამა, ეროვნებით შვედი არტურ კორიუსი, ტალინის მკვიდრი იყო. 1891 წლიდან ჭაბუკი რუსეთის ჯარში მოხალისედ მსახურობდა. მისი სამხედრო კარიერა ვლადიკავკაზში, ვარშავაში, ოდესაში და კიევში ვითარდებოდა. ვარშავაში არტურმა ცოლი შეირთო. დედა, დიდგვაროვანი ქალი ანა გინტოვტი, ძველი ლიტველი ოჯახის გინტოვტოვ-ძევალტოვსკის შთამომავალი გახლდათ. ზოგიერთი ცნობით, სერბული  სახელი  მილიცა  გოგონას დიდი ჰერცოგინია მილიცა ნიკოლაევნას პატივსაცემად დაარქვეს.  კორიუსებს ოთხი ქალიშვილი და ერთი ვაჟი ჰყავდათ. მშობლები უაღრესად განათლებული ადამიანები იყვნენ. მათ ბინაში ხშირად იკრიბებოდნენ არტურის მეგობრები, გამუდმებით ჟღერდა მუსიკა. პირველი მსოფლიო ომის დროს არტურ კორიუსის სამხედრო კორპუსი მოსკოვში გადაიყვანეს, სადაც მილა (მოსკოვში ემილიას უწოდებდნენ) სასწავლებლად ელიზავეტას გიმნაზიაში შევიდა. გოგონა არტისტულ მომავალზე ოცნებობდა - მას აბსოლუტური სმენა, ბრწყინვალე მუსიკალური მეხსიერება, შესანიშნავი ვოკალური მონაცემები ჰქონდა.[2]

მილას მშობლების გაყრის შემდეგ ოჯახი ორად გაიყო: დედა შვილებთან ერთად საცხოვრებლად კიევში გადავიდა, ხოლო არტურ კორიუსი ტალინში დაბრუნდა.

მილა კიევში სწავლობდა მუსიკალურ სკოლაში, თავის უფროს დასთან ნინასთან ერთად საეკლესიო გუნდში მღეროდა. 1927 წლის დასაწყისიდან ის იყო უკრაინის კაპელის "დუმკას" სოლისტი.

მამამ, შეიტყო მილას შემოქმედებითი წარმატებისა და მოკრძალებული ფინანსური მდგომარეობის შესახებ, რაც მუსიკალური განათლების გასაგრძელებლად არ იყო საკმარისი. ამიტომ შესთავაზა  მასთან ტალინში გადასვლა.

1928 წელს მილიცა ტალინში, მამასთან, გაემგზავრა. იქ მან კერძო სამუსიკო სკოლაში დაიწყო სწავლა. სკოლას პეტერბურგის კონსერვატორიის კურსდამთავრებული, შესანიშნავი პიანისტი და ვოკალისტი, ვარვარა მალამა ხელმძღვანელობდა. ახალგაზრდა მომღერლის პირველი საჯარო გამოსვლები ტალინსა და ნარვაში შედგა, თუმცა საოპერო თეატრში ის ესტონური ენის ცუდი ცოდნის გამო არ მიიღეს.

„მაგდებურგის ბულბული“

რედაქტირება

ესტონური პერიპეტიების შედეგად, მილიცა კორიუსი მაგდებურგელ ინჟინერს, ბარონ გუნო ფოლშს გაჰყვა ცოლად და მასთან ერთად საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა. წყვილს სამი ბავშვი - ქალიშვილი და ორი ვაჟი - შეეძინა. ევროპაში მილიცას მუსიკალური კარიერა ტრიუმფით აღინიშნა: ბერლინის, მაგდებურგის, ვენის საოპერო თეატრებში მისი გამოსვლები ოვაციით სრულდებოდა. კრიტიკოსებმა მომღერალი გერმანიის საუკეთესო კოლორატურულ სოპრანოდ აღიარეს, მას ”მაგდებურგის ბულბულს” უწოდებდნენ.

„დიდი ვალსი“

რედაქტირება

მილიცა კორიუსის კინოდებიუტი 1935 წელს შედგა. 1936 წელს კორიუსი ჰოლივუდში მიიწვიეს, სადაც მან რამდენიმე კინოსურათში ითამაშა. ჟულიენ დიუვივიეს ფილმში ”დიდი ვალსი” პრიმადონა კარლა დონერის როლის შესრულება მისი ჰოლივუდური კარიერის მწვერვალი აღმოჩნდა.

კინოდან წამოსვლის შემდეგ მილიცა კორიუსი დიდი ხნის განმავლობაში წარმატებით გამოდიოდა ნიუ-იორკის ”მეტროპოლიტენ-ოპერაში”.

მსახიობმა  ცოტა ხნით დატოვა საოპერო სცენა, ვინაიდან ფილმში გადასაღებად მიიწვიეს, მაგრამ გადაღებების დაწყებამდე 2 კვირით ადრე, 1940 წლის 28 მაისს მექსიკაში, მილიცა კორიუსი ავარიაში მოყვა და ფეხი მოიტეხა, რომელიც კინაღამ დასრულდა  ამპუტაციით.  ამ მიზეზით, იგი იძულებული გახდა ადრე დაესრულებინა სასცენო კარიერა.

1941-1944 წლებში იგი ცხოვრობდა მექსიკაში. გამოჯანმრთელების შემდეგ მან ითამაშა ფილმში "იმპერიის რაინდი" (1942), მაგრამ  კინოკარიერის მწვერვალი კარლა დონერის როლი იყო.

1944 წლიდან მილიცა კორიუსი  აშშ - ში, ლოს - ანჯელესის ქალაქ კალვერის გარეუბანში დასახლდა. იგი დაკავებული იყო  ქალიშვილის მელისას და ვაჟების რიჩარდისა და ერნსტის  აღზრდით. ზოგჯერ სოლო კონცერტებს მართავდა აშშ – სა და კანადაში.

1944 წლიდან მსახიობი ცალკე გადავიდა საცხოვრებლად. ის დაცილდა მეუღლეს კუნო ფოლშს და 1952 წელს მეორედ იქორწინა ვალტერ შექტორზე.

გარდაიცვალა 72 წელს კულვერ სიტიში. დაკრძალულია ვესტვუდის სასაფლაოზე, ლოს- ანჯელესის მახლობლად.[3]

  • მილიცას დედა და და- თამარა  ლენინგრადის ბლოკადის დროს დაიღუპნენ.
  • უფროსი და ნინა კიევში დარჩა. მღეროდა საეკლესიო გუნდში, იყო წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის გუნდის ხელმძღვანელი. დაკრძალულია ლუკიანოვსკოეს სასაფლაოზე.[4]
  • უმცროსი ძმა ნიკოლაი ტალინში დარჩა მამასთან, რომელიც 1936 წელს გარდაიცვალა (დაუზუსტებელი წყაროებიდან გარდაიცვალა ნორილაგში).
  • პირველი მეუღლე -ფიზიკოსი კუნო ფოლში.
  • მეორე მეუღლე- ექიმი ვალტერ შექტორი.
  • მსახიობის ქალიშვილი, მელისა ფოლშ -უელსი- დიპლომატი, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე (1993-1994), იყო აშშ ელჩი ესტონეთში 1998-2001 წლებში, აშშ ელჩი ზაირში და სხვა ქვეყნებში. ვაჟები- რიჩარდი და ერნსტი ცხოვრობენ ამერიკის შეერთებულ შტატებში.[5]

ჩანაწერები

რედაქტირება
  • Miliza Korjus Collector's Edition: 4-CD set issued by Korjus Recordings. Contains all digitally re-mastered recordings made in Europe and USA, plus live concert performances. Ordering information can be found at the Official Website დაარქივებული 2020-10-30 საიტზე Wayback Machine. for Miliza Korjus.
  • Miliza Korjus III: arias and excerpts from works by Johann Strauss II, Mozart, Bellini etc. CD 896795 (Preiser Lebendige Vergangenheit).
  • Miliza Korjus - The Berlin Nightingale CD 727031918622 (Pearl).

გარე ბმულები

რედაქტირება
  1. "Miliza Korjus - Official Site". დაარქივებული 2016-04-14 საიტზე Wayback Machine. www.korjus.x10host.com.
  2. Passenjer List March 1936. Anciestry com
  3. Obituary, New York Times, September 1, 1980.
  4. Birth death years. "Ancestry.com".
  5. Marriage date. "Ancestry.com".
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მილიცა_კორიუსი“-დან