მილივოიე ნოვაკოვიჩი

მილივოიე ნოვაკოვიჩი (სლოვენ. Milivoje Novakovič; დ. 18 მაისი, 1979) — სლოვენიელი ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც უკანასკნელად თამაშობდა სლოვენურ კლუბ „მარიბორში“, თავდამსხმელის პოზიციაზე.

მილივოიე ნოვაკოვიჩი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
მილივოიე ნოვაკოვიჩი[1]
დაბადების
თარიღი
18 მაისი, 1979 (1979-05-18) (44 წლის)[2]
დაბადების
ადგილი
ლუბლიანა, იუგოსლავიის სფრ
სიმაღლე 1.93[3]
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
?–1998 ოლიმპია ლიუბლიანა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1999–2000 კლოპაინერსი 20 (9)
2000–2001 კლაგენფურტი 16 (7)
2001–2004 ფოიტსბერგი 14 (8)
2004   მატერსბურგი 6 (2)
2004–2005 ლასკი 21 (8)
2005–2006 ლიტექსი 26 (18)
2006–2014 კელნი 166 (74)
2012–2013 ომია არდია 38 (17)
2014 სიმიძუ ეს-პალსი 34 (12)
2015 ნაგოია გრამპუსი 26 (5)
2016–2017 მარიბორი 37 (16)
სულ 404 (176)
ეროვნული ნაკრები
2006–2017 სლოვენია 80 (32)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ნოვაკოვიჩმა კარიერა დაიწყო სლოვენურ კლუბ ლუბლიანას „ოლიმპიაში“. 1998 წელს დატოვა „ოლიმპია“ და მას შემდეგ თამაშობდა რამდენიმე ავსტრიულ კლუბში, მათ შორის: „ფოიტსბერგში, „ლასკასსა“ და „მატერსბურგში“. 2005 წლის ზაფხულში შეუერთდა „ლიტექსს“, სადაც მხოლოდ ერთი სეზონი ჩაატარა. 2006 წლის აგვისტოში, 1.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა „კელნმა“,[4] ვისთან ერთადაც გაატარა კარიერის უმნიშვნელოვანესი წლები. 2012–2013 წლებში იჯარით თამაშობდა „ომია არდიაში“.[5] საბოლოოდ, კარიერა 2017 წელს სლოვენიურ კლუბ „მარიბორში“ დაასრულა.

ნოვაკოვიჩის დებიუტი სლოვენიის ეროვნულ ნაკრებში შედგა 2006 წლის 31 მაისს, კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში, სადაც სლოვენიის ნაკრებმა მოწინააღმდეგეს ანგარიშით 1:0 სძლია. ნაკრებში ყოფნის პერიოდში მონაწილეობა მიიღო 80 ოფიციალურ მატჩში და 32 გოლის გატანა შეძლო.

ტიტულები რედაქტირება

საკლუბო რედაქტირება

მარიბორი

ინდივიდუალური რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. „FIFA World Cup South Africa 2010: List of Players“ (PDF). FIFA. 4 ივნისი, 2010. p. 27. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2010-06-16. ციტირების თარიღი: 16 აპრილი, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  2. მილივოიე ნოვაკოვიჩი, transfermarkt.com
  3. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ოქტომბერი, 2015. ციტირების თარიღი: 2015-09-08.
  4. Новакович подписа с Кьолн за три години(ბულგარული)
  5. Novakovic zurück in die J-League. Kölner Stadt-Anzeiger (26 იანვარი, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-02. ციტირების თარიღი: 2013-01-26.