მილეროვოს პანტელეიმონ მკურნალის ეკლესია

მილეროვოს პანტელეიმონ მკურნალის ეკლესია (რუს. Церковь Пантелеимона Целителя) — მართლმადიდებლური ტაძარი ქალაქ მილეროვოში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინის ეპარქიას[1]. ეკლესია განთავსებულია ძველ შენობაში, რომელიც ქალაქის ადმინისტრაციამ გამოუყო.

მილეროვოს პანტელეიმონ მკურნალის ეკლესია
მილეროვოს პანტელეიმონ მკურნალის ეკლესია — რუსეთი
მილეროვოს პანტელეიმონ მკურნალის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 48°31′41″ ჩ. გ. 40°18′57″ ა. გ. / 48.52806° ჩ. გ. 40.31583° ა. გ. / 48.52806; 40.31583
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მილეროვო
ფუნქციური სტატუსი მოქმედი

მისამართი: 346130, როსტოვის ოლქი, მილეოროვოს რაიონი, ქალაქი მილეროვო, მესამე ინტერნაციონალიის ქუჩა, № 66.

თანამედროვე ეკლესიის ისტორია იწყება 1998 წლიდან, როდესაც როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა პანტელეიმონმა დალოცა მისი გახსნა. მრევლის დაბადების თარიღი გახდა ამავე წლის 9 აგვისტო, როდესაც ეკლესიაში პირველად აღევლინა საღვთო ლიტურგია. ასევე 1998 წელს პანტელეიმონ მკურნალის ეკლესიასთან დაარსდა საკვირაო სკოლა[2].

ტაძრის წმინდანის, პანტელეიმონ მკურნალის სახელზე დაწერილი მთავარი ხატი შეიცავს მის წმინდა ნაწილს. ეკლესიაში ასევე ინახება ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის, ფილარეტ მოსკოველის, წმინდა თეოფანესა და სხვა წმინდანთა წმინდა ნაწილები[3].

როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიის მთავარეპისკოპოს პანტელეიმონის კურთხევით 2001 წლის 29 სექტემბერს საზეიმოდ ჩაიდო ახალი ეკლესიის პირველი ქვა საძირკველში. ტაძარი აიგება დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალის სახელზე. მშენებლობა მიმდინარეობს რთულად და გრძელდება დღევანდელ დღემდე. მიმდინარეობს თანხების შეგროვება ტაძრის მშენებლობის დასასრულებლად.

პანტელეიმონ მკურნალის ეკლესიის წინამძღვარია მღვდელმონაზონი დიმიტრი იაროცკი[4].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Миллерово. Церковь Пантелеимона Целителя.
  2. История прихода. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-19. ციტირების თარიღი: 2017-03-20.
  3. Святыни храма. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-22. ციტირების თარიღი: 2017-03-20.
  4. Духовенство