მიანმარის კულტურა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მიანმარის კულტურა — ასევე ცნობილი, როგორც ბირმული კულტურა ( ბირმ. မြန်မာ့ယဉ်ကျေးမှု ), რომელზეც გავლენას ახდენდა მეზობლების კულტურა. [1] [2] [3]

ბოლოდროინდელ პერიოდში ბრიტანეთის კოლონიურმა მმართველობამ და დასავლურმა ყოფამ გავლენა მოახდინა ბირმული კულტურის ასპექტებზე, მათ შორის ენასა და განათლებაზე.

ხელოვნება

რედაქტირება

ისტორიულად, ბირმული ხელოვნება ემყარებოდა ბუდისტურ და ინდუისტურ კოსმოლოგიასა და მითებს. ბუდას გამოსახულების რამდენიმე რეგიონალური სტილი არსებობს, რომელთაგან თითოეული განსხვავებული მახასიათებლებით გამოირჩევა. [4]

ტრადიციული ხელოვნების გარდა ცნობილია აბრეშუმის ქსოვა, ჭურჭლისა და გობელენის დამზადება, ძვირფასი ქვების გრავიურა და ოქროფურცლის დამზადება. ტაძრის არქიტექტურა, როგორც წესი, აგურისა და ბათქაშისაა, ხოლო ხშირად დაფარულია ოქროს ფოთლის ფენებით. მონასტრები ხისგან უნდა იყოს ნაგები (თუმცა ქალაქებში მონასტრები აშენებულია, სავარაუდოდ, თანამედროვე მასალებით).

 
ქანდაკება თაგიამინ ნათი
 
მიანმარის მითიური ლომის ქანდაკება
 
მონ ცეკვის თეატრალური წარმოდგენა

ლიტერატურა

რედაქტირება

ბირმულ მწერლობაზე გავლენა მოახდინა ბუდიზმმა, განსაკუთრებით ჯატაკას ზღაპრებმა. მრავალი ისტორიული ნაწარმოები მხატვრული ლიტერატურაა. ამასთან, ბრიტანულმა კოლონიზაციამ შემოიტანა მხატვრული ლიტერატურის მრავალი ჟანრი, რომლებიც მეტად პოპულარული გახდა. პოეზია განსაკუთრებით გამოირჩევა და რამდენიმე ფორმა არსებობს. ცენზურამ და მომხმარებელთა ეკონომიკურმა გაჭირვებამ სოციალისტური ეკონომიკური სქემების გამო, ხელი შეუწყო ბირმული ლიტერატურული პროდუქტის შემცირებას.

ბირმაში ცეკვა შეიძლება დაიყოს დრამატულ, ხალხურ, სოფლის და ეროვნულ ცეკვებად, რომელთაგან თითოეული განსხვავებული მახასიათებლებით გამოირჩევა. [5]

სხვადასხვა ტიპის ბირმული მუსიკა იყენებს ტრადიციულ მუსიკალურ ინსტრუმენტებს, რომელსაც უკრავენ ჰსაინგ უეინის ორკესტრში. ტრადიციული ხალხური მუსიკა ატიპურია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მუსიკაში, რადგან მას ახასიათებს რიტმისა და მელოდიის უეცარი ცვლა, ასევე ტექსტისა და ტემბრის შეცვლა. [6]

ადგილობრივი ზნე-ჩვეულებანი

რედაქტირება

ტრადიციული ბირმული მისალმება არის მინგალაბა, ეს მისალმების შედარებით ბოლოდროინდელი ფორმაა, რომელიც 1960–იანი წლებიდან იწყება. [7]

ტანსაცმელი

რედაქტირება

ბირმული ტიპური ტანსაცმელია ინდური ლუნგი, რომელსაც ქალები და მამაკაცები ატარებენ. XX საუკუნეში ტრადიციული სამოსი იყო პასო მამაკაცებისთვის და ტამეინი ქალებისთვის.

მეტყველება

რედაქტირება

ბირმული ენა ასაკზეა ორიენტირებული. პირადი სახელების წინაშე საპატიო სახელების გამოყენება ნორმაა და უხეშად ითვლება, როდესაც ადამიანს მხოლოდ თავისი სახელით მიმართავენ საპატიო წოდების გარეშე. გამონაკლისი შემთხვევაა თუ ისინი იცნობენ ერთმანეთს ბავშვობიდან ან ახალგაზრდობიდან. უხუცესებს უფრო პატივისცემით ესაუბრებიან და განსაკუთრებული ლექსიკა არსებობს ბუდისტ ბერებთან საუბრისთვის.

სამზარეულო

რედაქტირება

ბირმულ სამზარეულოზე გავლენა მოახდინა ინდურმა, ჩინურმა და ტაილანდურმა სამზარეულოებმა, ასევე შინაურმა ეთნიკურმა სამზარეულოებმა. იგი ფართოდ არ არის ცნობილი მთელ მსოფლიოში და შეიძლება ახასიათებდეს როგორც მსუბუქად ცხარე გემო, ასევე სანელებლების შეზღუდული გამოყენება. ბირმელები საკვებს დაბალ მაგიდასთან მიირთმევენ, ხალიჩაზე ჯდომისას. ჭამის დაწყებისას ყველა კერძი უკვე მაგიდასთან უნდა იყოს. ყოველდღიურ რაციონში შედის ორთქლზე მოხარშული ბრინჯი, რომელსაც ახლავს მთავარი და თანმხლები კერძები. მთავარ კერძად ხშირად ამზადებენ თევზს. სხვა შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს შემწვარი ხორცი ან რომელიმე ფრინველისაგან მომზადებული კერძი, მას მოსდევს მსუბუქი წვნიანი ჰინ-გიო. აგრეთვე გავრცელებულია დამჟავებული, ან ახლად მოხარშული, მარილიანი ბოსტნეული, რომელიც, ჩვეულებისამებრ, მთავარ კერძს ახლავს ხოლმე. მიანმარის სამხრეთ რეგიონებში პოპულარულია დამწნილებული თევზი სპეციალური სოუსით. [8]

ქორწილები

რედაქტირება
 
საქორწილო მსვლელობა.

ტრადიციული ბირმული ფოლკლორი სიყვარულს ბედისწერად მიიჩნევს. ბირმული ქორწილი შეიძლება იყოს რელიგიური, საერო და ექსტრავაგანტული ან მარტივი. ტრადიციულად, ქორწინება აღიარებულად მიიჩნევა ცერემონიალით ან მის გარეშე.

ბუდისტები თავს არიდებენ ქორწილებს ივლისიდან ოქტომბრამდე. [9]

პანაშვიდები

რედაქტირება

ბირმული პანაშვიდები, როგორც წესი, გრძელდება ერთი კვირა. მიცვალებულს კრძალავენ ან კრემაციას უტარებენ მესამე დღეს. [10]

მიანმარი უპირატესად თერავადას მიმდევარი ბუდისტური ქვეყანაა. ბუდიზმმა მიაღწია ბირმას დაახლოებით ქრისტიანული ეპოქის დასაწყისში, შეერია ინდუიზმს (რომელიც ინდოეთიდან შემოვიდა) და ძირძველ ანიმიზმს.

ისლამმა მიაღწია ბირმას დაახლოებით იმავე დროს, მაგრამ ვერ მოიკიდა ფეხი. ამ ეტაპზე მეჩეთები ემიგრანტებს აქვთ.

ქრისტიანობა ბირმაში ევროპელმა მისიონერებმა 1800-იან წლებში ჩამოიტანეს. ბირმაში მდებარეობს ბაპტისტების სიდიდით მეორე მოსახლეობა მსოფლიოში, შეერთებული შტატების შემდეგ, რაც ამერიკელთა მისიონერული მუშაობის შედეგია.

ფეხბურთი

რედაქტირება

მიანმარში ფეხბურთი სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.. BBC (28 May 2012).
  2. „The Ramayana in Burma“. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  3. The Burmese Versions of the Rama Story and Their Peculiarities. Tradition and Modernity in Myanmar: Proceedings of an International Conference Held in Berlin from 7 to 9 May 1993. 
  4. Myanmar Traditional Arts. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-04. ციტირების თარიღი: 2020-11-09.
  5. (2007) რედ. Marshall Cavendish Publishing: World and Its Peoples: Eastern and Southern Asia. Marshall Cavendish, გვ. 630–640. ISBN 978-0-7614-7631-3. 
  6. Miller. The Garland handbook of Southeast Asian music. Routledge, გვ. 17. 
  7. Houtman, Gustaaf (1999). Mental culture in Burmese crisis politics. ILCAA, გვ. 130. ISBN 4-87297-748-3. 
  8. Meyer (2003). The Appetizer Atlas: A World of Small Bites. John Wiley and Sons, გვ. 274–276. 
  9. Aye Sapay Phyu. „Yangon hotels prepare for post-Lent wedding rush“.
  10. (1998) Myanmar (Burma). Hunter Publishing, გვ. 57. ISBN 978-3-88618-415-6.