მთის ვაზიქართული თეთრყურძნიანი სელექციური საღვინე ვაზის ჯიში.

გამოყვანილია ალიგოტესა და ალვარნას შეჯვარებით დმიტრი ტაბიძის მიერ.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, ხუთნაკვთიანი, მომრგვალო ფორმის, ფოთლის ქვედა მხარეს ხშირი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ზოგჯერ დატოტვილი, საშუალო სიმკვრივის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მრგვალი, მომწვანო-მოყვითალო შევერვის. კანი თხელი აქვს, რბილობი — წვნიანი, სასიამოვნო გემოთი.

სავეგეტაციო პერიოდი საშუალოდ 140 დღეა. სრულ სიმწიფეში 10-23 სექტემბერს შედის. ჯიშის საჰექტარო მოსავლიანობა 6.5-8.2 ტონაა, ყურძნის შაქრიანობა — 18-22%, მჟავიანობა — 9.8 გ/ლ.

ჯიში საღვინე მიმართულებისაა. მისგან დამზადებული ღვინო კარგი ღირსებისაა, ჩალისფერი, მომწვანო იერით, საშუალო სხეულით, ნაზი და ხალისიანი გემოთი. ჯიში პერსპექტიულია ევროპული ტიპის მსუბუქი, ხალისიანი ღვინოების დასამზადებლად. ასევე, კარგ მასალას იძლევა ცქრიალა ღვინისათვის.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 552