მთვარის ნამცხვარი
მთვარის ნამცხვარი, ასევე მუნქეიქი — ჩინური საცხობი პროდუქტი, რომელსაც ტრადიციულად შუა შემოდგომის ფესტივალის (中秋節) დროს მიირთმევენ. ფესტივალი მთვარის ყურებას მოიცავს, საიდანაც მისი სახელწოდება მომდინარეობს და ამ პერიოდში ნამცხვრები განიხილება, როგორც შეუცვლელი დელიკატესი. მთვარის ნამცხვრებს სთავაზობენ მეგობრებს და ოჯახის წევრებს ფესტივალის აღსანიშნად შეკრებების დროს. შემოდგომის შუა ფესტივალი ჩინეთის ოთხი ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალიდან ერთ- ერთია.
ტიპური მთვარის ნამცხვრები მრგვალი პასტებია, რომელთა დიამეტრი დაახლოებით 10 სმ (4 დიუმი) და 3-4 სმ სისქეა (1 1⁄4–1 1⁄2 დიუმი). მას ჩვეულებრივ მიირთმევენ ჩინეთის სამხრეთ და ჩრთილოეთ რეგიონებში. მდიდარი სქელი შიგთავსი, რომელიც ჩვეულებრივ მზადდება წითელი ლობიოს ან ლოტოსის თესლის პასტისგან, გარშემორტყმულია წვრილი, 2-3 მმ (დაახლოებით 1/8 ინჩიდან) ქერქით. ჩვეულებრივ, მთვარის ნამცხვრებს ჭამენ მცირე ზომისებს ჩაისთან ერთად. ჩინეთის გავლენის გამო, მთვარის ნამცხვრები და შუა შემოდგომის ფესტივალი ასევე აღინიშნება ჩინეთის სხვა ქვეყნებში. მუნქეიქი ბოლო პერიოდში გამოჩნდა დასავლეთის ქვეყნებშიც, როგორც დესერტი. [1][2]
ზოგადი აღწერა
რედაქტირებამთვარის ნამცხვრების უმეტესობა შედგება სქელი, ნაზი საკონდიტრო კანისგან, რომელიც შეიცავს ტკბილ, მკვრივ შიგთავსს. შიგთავსში შეიძლება იყოს ერთი ან მეტი მთელი მარილიანი კვერცხის გული, როგორც სავსე მთვარის სიმბოლო. ძალიან იშვიათად, მთვარის ნამცხვრებს მიირთმევენ ორთქლზე მომზადებულს ან შემწვარს.
ტრადიციულ მთვარეულ ნამცხვრებს ზემოდან აქვთ ანაბეჭდი, რომელიც შედგება ჩინური სიმბოლოებისგან "ხანგრძლივობა" ან "ჰარმონია", აგრეთვე მასზე დატანილია საცხობის სახელწოდება და შიგთავსის რაობა. მთვარის ანაბეჭდები, ლედი ჩანგი მთვარეზე, ყვავილები, ვაზები ან კურდღელი (მთვარის სიმბოლო) შეიძლება გარშემორტყმული იყოს პერსონაჟების დამატებითი გაფორმების მიზნით.
ისტორია
რედაქტირებაშუა შემოდგომის ფესტივალი
რედაქტირებაფესტივალი რთულად უკავშირდება ჩანგ ი-ს, მითიურ უკვდავების მთვარე ქალღმერთის ლეგენდებს. ლიჯის თანახმად, ძველ ჩინურ წიგნში აღწერილია წეს-ჩვეულებები და ცერემონიები, რომლის მიხედვითაც ჩინეთის იმპერატორმა უნდა შესწიროს მსხვერპლი მზეს გაზაფხულზე და მთვარეს შემოდგომაზე. მე -8 მთვარის თვის მე -15 დღე არის დღე, რომელსაც "შუა შემოდგომა" ეწოდება. ღამეს, რომელსაც ეს დღე მოჰყვება "მთვარის ღამეს" უწოდებენ.
მინგის რევოლუცია
რედაქტირებაარსებობს ხალხური თქმულება მონღოლთა მმართველობის დამხობის შესახებ, რასაც ხელს უწყობს მთვარის ნამცხვრებში კონტრაბანდული შეტყობინებები.
მთვარის ნამცხვრები გამოიყენეს მინგის რევოლუციონერებმა იუანის დინასტიის ბოლოს ჩინეთის მონღოლი მმართველების დამხობის მიზნით. ამბობენ, რომ იდეა ჟუ იუანჟანგმა და მისმა მრჩეველმა ლიუ ბოუენმა მოიფიქრეს, რომლებმაც გაავცელეს ხმა იმის შესახებ, რომ მომაკვდინებელი ჭირი ვრცელდებოდა და ამის თავიდან აცილების ერთადერთი გზა იყო სპეციალური მთვარის ნამცხვრების ჭამა. ამან გამოიწვია მთვარის ნამცხვრების სწრაფი განაწილება. მთვარის ნამცხვრები შეიცავდა საიდუმლო შეტყობინებას: მერვე მთვარის თვის მეთხუთმეტე დღეს, მოკალი მმართველები.[3]
წერილის დამალვის კიდევ ერთი მეთოდი იყო მისი დაბეჭდვა მთვარის ნამცხვრების ზედაპირებზე, როგორც მარტივი თავსატეხი ან მოზაიკა.
უახლესი ისტორია
რედაქტირებაMaxim Group (MX) და Wing Wah მთვარის ნამცხვრების ყველაზე ცნობილი მწარმოებლები არიან. მაქსიმ გრუპი ყველაზე გაყიდვადი ბრენდი იყო მთელი 19 წლის მანძილზე.[4] მაქსიმი ცნობილია თავისი ლავის კრემიანი მთვარეების ნამცხვრებით, რომლებიც ძალიან პოპულარული იყო ჩინეთის მთელს ტერიტორიაზე.
ბოლო წლების განმავლობაში იყო კრიტიკა მთვარის ნამცხვრების მაღალი კალორიულ შემცველობაზე; მაგალითად, ლოტოსის თესლის პასტის შემადგენელი ორი კვერცხის კვებითი ღირებულება 890 კალორიაა. [5]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "Mid-Autumn Festival in Other Asian Countries". Travelchinaguide.com. Archived from the original on 10 September 2018. Retrieved 27 May 2017.
- ↑ Kenneth Goh (10 August 2014). "Back To Basics–Baked Traditional Mooncake (傳統粤式月餅)". Guai Shu Shu. Archived from the original on 23 October 2018. Retrieved 27 May 2017.
- ↑ "A new mooncake rising - Taipei Times". Taipeitimes.com. Archived from the original on 2 October 2018. Retrieved 2 October 2018.
- ↑ 李齐. "Maxim's mooncakes reflect Hong Kong's culinary appeal for mainland visitors[1]- Chinadaily.com.cn". Chinadaily.com.cn. Archived from the original on 1 October 2018. Retrieved 2 October 2018.
- ↑ "Archived copy". Archived from the original on 24 September 2018. Retrieved 24 September 2018.