მთავარი (მაკიაველი)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მთავარი (იტალ. Il Principe; ლათ. De Principatibus) 一 იტალიური რენესანსის გამორჩეული პოლიტიკური მოაზროვნის, ისტორიკოსის, სამხედრო თეორეტიკოსის, დიპლომატის, ფილოსოფოსის, მწერლისა და ჰუმანისტის, ნიკოლო მაკიაველის პოლიტიკურ-ფილოსოფიური თხზულება, რომელიც დაიწერა 1513 წელს, თუმცა სრული სახით 1532 წელს, ავტორის სიკვდილიდან ხუთი წლის შემდეგ, გამოქვეყნდა.[1] სრული სახით გამოქვეყნებაში კი დიდი როლი ითამაშა პაპმა კლემენტი VII-მ.წიგნი აღწერს ძალაუფლების ხელში ჩაგდების მეთოდოლოგიას, მმართველობის მეთოდებსა და აუცილებელ უნარებს „იდეალური მმართველისთვის“.

„მთავარი“
De Principatibus / Il Principe

1550 წლის იტალიურენოვანი გამოცემა
ავტორი ნიკოლო მაკიაველი
ქვეყანა იტალია
ენა იტალიური
ჟანრი პოლიტიკური ფილოსოფია
გამომცემელი Antonio Blado d'Asola
გამოცემის თარიღი 1532
მომდევნო Discourses on Livy

ნაწარმოების საწყის სათაური იყო სამთავროების შესახებ (ლათ. De Principatibus). წიგნი წარმოადგენდა, და წარმოადგენს, შუა საუკუნეების ფუნდამენტურ ნაშრომს სახელმწიფოსა და მისი მართვის შესახებ. მასში გადმოცემული ძირითადი პრინციპები დღევანდელობაშიც არ კარგავენ აქტუალობას. უპირველეს ყოვლისა, წიგნის მთავარ თემას ძალაუფლების შენარჩუნება და მონარქიისა და რესპუბლიკის შენახვის პრინციპების აღწერა წარმოადგენს. მაკიაველი აღწერს ძალაუფლების მოპოვების ისეთ მეთოდებს, რომელიც უკავშირდება იღბალს, სიმამაცეს, მონობასა და დანაშაულებრივ ქმედებასაც კი.

ტრაქტატის ძირითად თემას, ასევე, წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ ქვეყნის სათავეში მყოფთა მთავარი მიზნების 一 როგორებიცაა დიდება და ძალაუფლების შენარჩუნება 一 განხორციელებისთვის, ხშირ შემთხვევაში, მთავარი მზად უნდა იყოს, საჭიროების შემთხვევაში, ამორალურ და შეუსაბამო გზებსაც კი მიმართოს.[2]

მიუხედავად იმისა, რომ ნაშრომი ტრადიციულ მანერებშია შესრულებული, აღიარებულია, რომ ის, ამავდროულად, ინოვაციურიცაა. ამის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ისიცაა, რომ ტექსტი არა მკაცრად ლათინურ, არამედ ხალხურ იტალიურ ენაზეა დაწერილი, ეს კი პრაქტიკაში, ძირითადად, დანტე ალიგიერის ღვთაებრივი კომედიისა და რენესანსული ეპოქის მრავალი სხვა ლიტერატურული ნაწარმოების გამქვეყნების შემდეგ შევიდა.[3][4]

მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავარი მოდერნისტული ფილოსოფიის ერთ-ერთი პირველი ნიმუშია, განსაკუთრებით კი პოლიტიკური ფილოსოფიის, რომელშიც გაცილებით დიდი ადგილი უჭირავს „ეფექტურ“ ჭეშმარიტებას, ვიდრე სხვა, ნებისმიერი სახის აბსტრაქტულ იდეალს. გამოსარჩევია ისიც, რომ ის, თითქმის, ყველა შუა საუკუნეებში არსებულ ინსტიტუტთან ებმის ჭიდილში, ამ მხრივ კი გამოირჩევა იმ დროში დომინანტი კათოლიკური ეკლესია და ე.წ. სქოლასტიკური დოქტრინების ის ნაწილი, რომლებიც პოლიტიკასთან და ეთიკასთან იყო დაკავშირებული.[5]

მიუხედავად ზომის სიმცირისა, ნაწარმოები მაკიაველის გამროჩეულ თხზულებადაა მიჩნეული და სწორედ ამ უკანასკნელის დახმარებით გავრცელდა ისეთივე ტერმინები, როგორებიცაა „მაკიაველიზმი“, „მაკიაველის ინტელექტი“ (სოციალური ინტელექტი) და ა.შ. აღსანიშნავია ისიც, რომ, კრიტიკოსთა აზრით, სწორედ მისი დამსახურებაა ტერმინების 一„პოლიტიკისა“ და „პოლიტიკოსის“ 一 უარყოფით კონტექსტში დამკვიდრება, განსაკუთრებით კი დასავლურ სამყაროში.[6]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

გარე ბმულები

რედაქტირება
  • de Alvarez, Leo Paul S (1999), The Machiavellian Enterprise; A Commentary on The Prince
  • Baron, Hans (1961), "Machiavelli : the Republican Citizen and Author of The Prince", The English Historical Review 76: 218, http://www.idehist.uu.se/distans/ilmh/Ren/flor-mach-baron.htm დაარქივებული 2010-03-25 საიტზე Wayback Machine.
  • Bireley, Robert (1990), The Counter-Reformation Prince: Anti-Machiavellianism or Catholic Statecraft in Early Modern Europe, University of North Carolina Press, ISBN 978-0807819258
  • Dent, J (1995), „Introduction“, The Prince and other writings, Everyman
  • Fischer, Markus (2000), Well-ordered License: On the Unity of Machiavelli's Thought, Lexington Book
  • Guarini, Elena (1999), „Machiavelli and the crisis of the Italian republics“, Bock, Gisela; Skinner, Quentin; Viroli, Maurizio, Machiavelli and Republicanism, Cambridge University Press
  • Cox, Virginia (1997), "Machiavelli and the Rhetorica ad Herennium: Deliberative Rhetoric in The Prince", The Sixteenth Century Journal 28 (4): 1109–41,
  • Zerba, Michelle (2004), "The Frauds of Humanism: Cicero, Machiavelli, and the Rhetoric of Imposture", Rhetorica 22 (3): 215–40,
  • Gilbert, Allan (1938), Machiavelli's Prince and Its Forerunners, Duke University Press
  • Kennington, Richard (2004), On Modern Origins, Lexington Books
  • Machiavelli, Niccolò (1996), Machiavelli and His Friends: Their Personal Correspondence, Northern Illinois University Press. Translated and edited by James B. Atkinson and David Sices.
  • Machiavelli, Niccolò (2006), El Principe/The Prince: Comentado Por Napoleon Bonaparte / Commentaries by Napoleon Buonaparte, Mestas Ediciones. Translated into Spanish by Marina Massa-Carrara.
  • Najemy, John (1993), Between Friends: Discourses of Power and Desire in the Machiavelli-Vettori Letters of 1513–15, Princeton University Press
  • Haitsma Mulier, Eco (1999), „A controversial republican“, Bock, Gisela; Skinner, Quentin; Viroli, Maurizio, Machiavelli and Republicanism, Cambridge University Press
  • Rahe, Paul A. (2006), Machiavelli's Liberal Republican Legacy, Cambridge University Press, ISBN 978-0521851879 Excerpt, reviews and Text search shows Machiavelli's Discourses had a major impact on shaping conservative thought.
  • Schaefer, David (1990), The Political Philosophy of Montaigne, Cornell University Press.
  • Strauss, Leo (1958), Thoughts on Machiavelli, University of Chicago Press
  • Strauss, Leo (1987), „Niccolo Machiavelli“, Strauss, Leo; Cropsey, Joseph, History of Political Philosophy (3rd რედ.), University of Chicago Press
  • Worden, Blair (1999), „Milton's republicanism and the tyranny of heaven“, Bock, Gisela; Skinner, Quentin; Viroli, Maurizio, Machiavelli and Republicanism, Cambridge University Press
  • Bock, Gisela; Skinner, Quentin; Viroli, Maurizio (1990), Machiavelli and Republicanism, Cambridge University Pressexcerpt and text search
  • Connell, William J. (2013). „Dating The Prince: Beginnings and Endings“. Review of Politics. 75 (4): 497–514. doi:10.1017/S0034670513000557. S2CID 143996047.
  • Dietz, Mary (1986), "Trapping the Prince", American Political Science Review 80 (3): 777–99, , http://digilib.bc.edu/reserves/po041/kell/po04107.pdf დაარქივებული 2015-10-16 საიტზე Wayback Machine.
  • Garver, Eugene (1980), "Machiavelli's "The Prince": A Neglected Rhetorical Classic", Philosophy & Rhetoric 13 (2): 99–120
  • Kahn, Victoria (1986), "Virtù and the Example of Agathocles in Machiavelli's Prince", Representations 13 (13): 63–83,
  • Mattingly, Garrett (1958), "Machiavelli's Prince: Political Science or Political Satire?", The American Scholar 27: 482–91, http://www2.idehist.uu.se/distans/ilmh/Ren/flor-mach-mattingly.htm დაარქივებული 2016-11-26 საიტზე Wayback Machine.
  • Parsons, William B. (2016), Machiavelli's Gospel, University of Rochester Press, ISBN 9781580464918
  • Tinkler, John F. (1988), "Praise and Advice: Rhetorical Approaches in More's Utopia and Machiavelli's The Prince", The Sixteenth Century Journal 19 (2): 187–207,
  1. He wrote about a short study he was making by this Latin name in his letter to Francesco Vettori, written 10 Dec 1513. This is letter 224 in the translated correspondence edition of James B. Atkinson and David Sices: თარგი:Harvcoltxt.
  2. თარგი:Harvcoltxt: "Machiavelli is the only political thinker whose name has come into common use for designating a kind of politics, which exists and will continue to exist independently of his influence, a politics guided exclusively by considerations of expediency, which uses all means, fair or foul, iron or poison, for achieving its ends – its end being the aggrandizement of one's country or fatherland – but also using the fatherland in the service of the self-aggrandizement of the politician or statesman or one's party."
  3. Italian Vernacular Literature. Vlib.iue.it. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-27. ციტირების თარიღი: 2012-01-09
  4. თარგი:Harvcoltxt emphasizes similarities between The Prince and its forerunners, but still sees the same innovations as other commentators.
  5. Although Machiavelli makes many references to classical sources, these do not include the customary deference to Aristotle, which was to some extent approved by the church in his time. თარგი:Harvcoltxt says, "Machiavelli indicates his fundamental disagreement with Aristotle's doctrine of the whole by substituting "chance" (caso) for "nature" in the only context in which he speaks of "the beginning of the world." Strauss gives evidence that Machiavelli was knowingly influenced by Democritus, whose philosophy of nature was, like that of modern science, materialist.
  6. თარგი:Harvcoltxt