მეჰმან ჰუსეინოვი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და ადამიანის უფლებათა დამცველი

მეჰმან რაფიკის ძე ჰუსეინოვი (აზერ. Mehman Rafiq oğlu Hüseynov; დ. 24 ნოემბერი, 1992, ბაქო, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და ადამიანის უფლებათა დამცველი. დააპატიმრეს 2017 წლის 9 იანვარს ცენტრალურ ბაქოში, ადგილობრივი დროით საღამოს 8 საათზე.[1] დაპატიმრებამდე ცოტა ხნით ადრე, ინტერნეტში გამოაქვეყნა ხელისუფლების წარმომადგენლების მდიდარი და უზარმაზარი სახლები.[2] მან ასევე განაცხადა, რომ იგი დაპატირების შემდეგ აწამეს.[3]

მეჰმან ჰუსეინოვი
მშობლიური სახელი Mehman Hüseynov
დაბადების სახელი Mehman Rafiq oğlu Hüseynov
დაბადების თარიღი 24 ნოემბერი, 1992 (1992-11-24) (32 წლის)
ბაქო, აზერბაიჯანი
ეროვნება აზერბაიჯანელი
მოქალაქეობა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
განათლება აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი
საქმიანობა ოპოზიციონერი ბლოგერი
ოპონენტ(ებ)ი ახალი აზერბაიჯანი
აზერბაიჯანის მმართველი ელიტა
წაყენებული ბრალდება დაუსაბუთებლად მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში ბრალდება
დანაშაულებრივი სტატუსი 2 წლით პატიმრობა

ბიოგრაფია

რედაქტირება

მეჰმან ჰუსეინოვი 1992 წლის 24 ნოემბერს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დაიბადა. ჰუსეინოვს დამთავრებული აქვს აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი ბაკალავრის ხარისხით.

მოღვაწეობა

რედაქტირება

ჰუსეინოვი სოციალურ-პოლიტიკური ჟურნალის SANCAQ-ის (სანჯაყი) რედაქტორი იყო, რომელიც თავისმხრივ იყენებს პლატფორმად სოციალურ მედიას. იგი ასევე ხელმძღვანელობს რეპორტიორების თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტს (IRFS), რომელიც არის აზერბაიჯანის ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია, სიტყვისა და ინფორმაციის თავისუფლების მხრივ. დაკავებამდე მან ახალი კამპანია წამოიწყო, სახელად „ნადირობა კორუფციონერებზე“, რომლის მიზანი აზერბაიჯანის მმართველ წრეებში კორუფციონერების გამოვლენა იყო.[4]

მისი დაპატიმრების შემდეგ, ის ნასიმის რაიონის სასამართლოს დახურულ სხდომაზე გამოჩნდა, სადაც მას 200 მანათის (დაახლოებით 105 ევრო) გადახდა დააკისრეს, „პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის“ გამო. მოგვიანებით მას ესტუმრნენ უცხოელი ექიმები, რომლებიც დაადასტურეს, რომ მისი სამედიცინო და ფსიქოლოგიური მდგომარეობა მიუთითებს არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. მოგვიანებით, 2017 წლის 3 მარტს, ჰუსეინოვი გამოჩნდა სურახანის რაიონის სასამართლოში, სადაც ის „ცილისწამებაში“ დამნაშავედ ცნეს და ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.[4]

  1. Rights Groups Demand Justice for journalist Mehman Huseynov Tortured in Azerbaijan PEN International en-US. ციტირების თარიღი: 2017-03-17
  2. http://europeanjournalists.org/wp-content/themes/efj/humans.txt (2017-01-11). „Azerbaijani journalist Mehman Huseynov detained overnight“. European Federation of Journalists (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-03-17.
  3. Rights Groups Demand Justice for journalist Mehman Huseynov Tortured in Azerbaijan | Reporters without borders fr-FR. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-17. ციტირების თარიღი: 2017-03-17
  4. 4.0 4.1 Mehman Huseynov Sentenced. Frontline Defenders. ციტირების თარიღი: 17 March 2017.