მეხაკ ღაზარიანი
მეხაკ ღაზარიანი (სომხ. Մեխակ Ղազարյան; დ. 13 დეკემბერი, 1966, გიუმრი), აგრეთვე ცნობილი როგორც მიხაილ კაზარიანი — ვეტერანი სომეხი მოკრივე. წარადგინა საბჭოთა კავშირი 1988 წელს სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში გამართულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, 57 კგ წონით კატეგორიაში.[1] ღაზარიანი მესამე წრეში მომავალ ოლიმპიურ ჩემპიონ ჯოვანი პარიზისთან დაამარცხა. მან წარმოადგინა მშობლიური ქვეყანა სომხეთი 1996 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ატლანტაში, ჯორჯიის შტატში, აშშ-ში, მამაკაცთა მსუბუქ წონაში, 60 კგ წონით კატეგორიაში.[2] ღაზარიანი მეორე რაუნდშ დამარცხდა მაიკლ სტრეინჯთან.
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
დაბ. სახელი | Մեխակ Ղազարյան |
დაბ. თარიღი | 13 დეკემბერი, 1966 (58 წლის) |
დაბ. ადგილი | გიუმრი |
ქვეყანა | სომხეთი და სსრკ |
ჯილდოები | სსრკ-ის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი |
ღაზარიანმა ევროპის ჩემპიონატატი მოიგო მსუბუქ წონაში 1987 წელს ტურინში გამართულ მოყვარულთა კრივის ევროპის ჩემპიონატზე. ღაზარიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 1993 წლის მოყვარულთა კრივის ევროპის ჩემპიონატზე, მსუბუქ წონაში.[3]
ბიოგრაფია
რედაქტირება1974-1984 წლებში სწავლობდა რაფის 32-ე სკოლაში, 1984-1988 წლებში დაამთავრა ლენინაკანის გიუმრის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკური აღზრდის ფაკულტეტი. მეხაკ ღაზარიანი კრივით 1980 წლიდან არის დაკავებული. მისი მწვრთნელი იყო მისი უფროსი ძმა, სომხეთის სსრ-ის დამსახურებული მწვრთნელი სარგის ღაზარიანი. მეხაკი 1986 წელს მე-9 ზაფხულის სპარტაკიადის გამარჯვებული გახდა, 1987 წელს და 1988 წელს იყო სსრკ-ს ჩემპიონი მსუბუქ წონაში. 1986 წელს შეიყვანეს სსრკ-ს ნაკრებში და გახდა „გუდვილის“ თამაშების გამარჯვებული. 1987 წელს მსუბუქ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ფინალში უნგრელი მოკრივე ლასლო სოკე, ანგარიშით 5-0 დაამარცხა. [4] მონაწილეობდა 1988 წლის სეულის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში. 1990 წელს მეოთხედ მოიპოვა სსრკ ჩემპიონის ტიტული. იმავე წელს სიეთლში გამართულ გუდვილის თამაშებზე მსუბუქ წონაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 1993-1996 წლებში იყო სომხეთის ნაკრების წევრი. 1993 წელს მონაწილეობა მიიღო ბურსაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 1994 წელს გახდა სომხეთის ჩემპიონი. 1996 წელს მონაწილეობა მიიღო ატლანტაში გამართულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე.
სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ 1997 წელს დააარსა გიუმრის მუნიციპალიტეტის კრივის სპორტული სკოლა, რომლის დირექტორიც იყო 2012 წლამდე. 2011 წლიდან არის სომხეთის კრივის ნაკრების უფროსი მწვრთნელის ასისტენტი. [5]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Soviet Union at the 1988 Seoul Summer Games. Sports-Reference.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 აპრილი 2020. ციტირების თარიღი: 26 February 2013.
- ↑ Armenia at the 1996 Atlanta Summer Games. Sports-Reference.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 აპრილი 2020. ციტირების თარიღი: 26 February 2013.
- ↑ 1993 European Amateur Boxing Championships. www.pozycjonowaniestron.net. ციტირების თარიღი: 4 December 2012.[მკვდარი ბმული]
- ↑ 1987 թվականի Եվրոպայի առաջնության արդյունքները
- ↑ Մեխակ Ղազարյան. Թուրքիայում հայ բռնցքամարտիկներին անշարժություն չի սպառնում